გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში საქართველოს ნაკრებისა და ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. 

"შვეიცარიასთან მატჩს რაც შეეხება, იყო განსხვავებული ორი ტაიმი, თუმცა მეორე ნახევარში ვაჯობეთო, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.

არის თამაშები, რაღაცას ვშვრებით თითქოს, თუმცა ღირსეული წაგეგებით უკვე დავიღალეთ.

ძალიან მინდა გასახარი რამ ვთქვა, თუმცა ტყუილების რახარუხს ვერ დავიწყებ. ოპტიმიზმის ასეთ საფუძველსაც ვერ ვხედავ. გიბრალტარის გარდა ჯგუფში თამაში ვერცერთ გუნდს მოვუგეთ. მათთან და ყაზახეთთან მოგებებით შევიქმენით ფონი.

მე მოყვარეს პირში უზრახეს პრინციპით ვამბობ ამას. შეხედეთ ჩვენს კლუბებს, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს
შეხედეთ. ხედავთ ოპტიმიზმის საფუძველს? ეროვნულ ლიგა 2-ს გადაავლეთ თვალი, რა ხდება, როგორი თამაშები მიდის. ძალიან მინდა მქონდეს, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ. ხვალ და ზეგ არ ვიცი რა იქნება. ვაისი წავა და ცხადაძე მოვა თუ რა იქნება, მე არ ვიცი, მაგაზე ხვალ ვისაუბროთ და დღეს, მე, ჩვენი ჩემპიონატის შემხედვარე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ.

თქვენ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის პროგრესს? 6 გუნდია ეროვნულ ლიგა 1-ში ხელფასი რომ არ აუღიათ ფეხბურთელებს, ქუთაისის "ტორეპდო" დაშლის პირასაა, იქ კორუფცია და ჩაწყობილი თამაშების ეს მასშტაბები 20 წელია ფეხბურთში ვარ და არ მინახავს.

თუ ჩვენს თვალებში ნაცრის შეყრა გვინდა, ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგად არისო, თუმცა მე ვერ ვხედავ და ვინც ხედავს, გაატარეთ.

გეტყვით რითიც ვაფასებ პროგრესს. საჩხერის "ჩიხურა" დიღმის ტყეპარკში ვარჯიშობდა ევროთასების თამაშების წინ. ვხედავ "ტორპედოს", "ვიტ-ჯორჯიასა" და ბოლნისის "სიონს" და რა ოპტიმიზმზე უნდა ვისაუბრო.

მესმის, არის მცდელობები, ყველა რაღაცას ვწვალობთ, თუმცა მე ძალიან ცუდად ვხედავ ჩვენს ჩემპიონატს, განსაკუთრებით იმას, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში ხდება."

altსაქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით

მკითხველის კომენტარები / 35 /
es imisbralia ro wlebis mandzilze stadionebs rom angrevdnen,da mindvris nacvlad xelovnur safars rom agebdnen,da bevri amaze xmas romarigebda...da populizmze zedmetia saubari,tamashis angarishebs gazetebidan da internetis sashvalebit tu gaigebda xalxi...da exla yvelaferis keteba nulidan romiwyeba imitomvart amdgeshi...
romandro
18 ნოემბერი 2019 01:49
0
კიდევ იმითი დავიღალეთ რომ ის გერმანიაა ის საფრანგეთია ის შვეიცარიაა და თურმე მაგათთან წაგება შეიძლება, რახან ჩვენ საქართველო ვართ.

გეკითხებით მე თქვენ, ეს არის ქართული ფეხბურთის დონე და ეს არის ის ადგილი სადაც უნდა იდგეს ქართული ფეხბურთი? თუ არ გინდათ დიდი ერობა მოკვდით მაშინ.
1
17 ნოემბერი 2019 22:58
4
გამოსავალი 101-ჯერ დავწერე მაგრამ კაცი არ არის არც მომსმენი და არც გამკეთებელი, ყველაფრის თავი და თავი არის ფედერაციის ტოპმენეჯმენტის არაპროფესიონალიზმი და იოლი საბიუჯეტო ფული! ორივე მოვლენა ამოსაძირკვია, მანამდის არაფერი გევშველება.
ბოლო მოსაზრების ვერსია ასეთია:
თუ ვინმეს უნდა კერძო კლუბთა პროფლიგა, შეიკრიბონ და გააკეთონ კი მოგროვდება 10 კერძო კლუბი და არავითარი სახელმწიფო ფული მათ.
დანარჩენ სხვებს კი მხოლოდ სამოყვარულო ფეხბურთის ფორმატში მიეცეს წლიური 200 000 ლარი და არა 50 000 და გაერთვნენ, ვისაც ამბიცია ექნება გაიზრდება აქედან, ვისაც არა, მხოლოდ ბურთს გააგორებს და ვერავინ იტყვის რომ ფეხბურთი მოკვდაო. 32 კლუბის 200 000-ით დაფინანსება სამოყვარულო 1-2 ლიგებად ეს ისედაც არის 6,4 მილიონი ლარი და ეყოფაათ სეზონზე ჩემპის 30 მატჩისა და 10 ამხანაგურ-სათასო შეხვედრებზე.
უკვე სხვა ვარიანტები არ რჩება.
jango
17 ნოემბერი 2019 22:12
0
გორის დილას 9 მლნ. რომ ქონდა შსს დაფინანსება აბა მაშინ რა გიჭირდა შე დალოცვილო :)
QT
18 ნოემბერი 2019 22:26
1
ცქიფო მართალი კაციც ხარ და ჭკვიანი მწვრთნელიც, მაგრამ მეტი გამბედაობა და აქტიურობა გმართებს. ნაკრების მწვრთნელობაზეც რომ თავი შეიკავე, არა მგონია მაშინ რომ სწორი ნაბიჯი იყო.
შაკო
18 ნოემბერი 2019 15:33
1
არველაძის "ხელის ბიჭი"
კაი რა გიო
18 ნოემბერი 2019 11:18
4
კარგით რაა.რა პროგრეს ვერ ხედავთ?ვგულისხმობ ნაკრებს.თამაშის ხარისხი არის ძალიან გაუმჯობესებული არის გააზრებული ფეხბურთი.შვეიცარიას ან დანიას ამ ნაკრებს რომელი მწრთვნელი მოუგებდა?და მეორე დევდარიანი არის დაბოღმილი და მეტი არაფერიი .
Buxrika
18 ნოემბერი 2019 11:10
12
ასეა სამწუხაროდ, კიდევ კარგი ნაკრები გვყავს ამის ფონზე, ამის შემხედვარე ფეხბურთელებიც უცხოურ კლუბებში გარბიან, თუნდაც დაბალი დონის ჩემპიონატში, რათა ხელფასი მაინც მიიღონ სტაბილურად. ელემენტალურად სტადიონები რა დღეშია,ან საჩხერის ჩიხურა სად თამაშობს ან ბათუმის დინამო, ქეცბაიაც სულ ამას ამბობდა. ვაისსაც დარწმუნებული ვარ არ აძლევენ სრულ თავისუფალ გადაწყვეტილებების საშუალებას, ისიც მალე წავა. გახსოვთ ალბათ ბოსკამპიც იყო ჩვენი ნაკრების მწვრთნელი საკმაოდ კარგი, მაგრამ გააქციეს კაცი გასაქანი არ მისცეს,ასე რომ .......არ ვიცი რამე თუ ეშველება ამ ყველაფერს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
18 ნოემბერი 2019 02:32
2
ნამდვილად ქართული ფეხბურთი დიდი ხანია სწრაფი ვარდნის იმ ფაზაშია დიდი სიჩქარე აკრებილი რომელსაც რეაქტიული სამაშველო ხომალდიც ვერ დაეწევა ალბათ უბრალოდ ამ ადამიანმა ეს ყველაფერი ობიექტურად ჩამოაყალიბა უბრალოდ იმაზე 10 ჯერ მეტი მაინც არის გასაკეთებელი მინიმუმ რო რაიმე პერსპექტივის იმედი მაინც ჩაგვესახოს რაც დღეს კეთდება
Kapitani Esgeso
17 ნოემბერი 2019 23:51
1
მერე ნახეთ შედეგები
კახა
17 ნოემბერი 2019 16:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული