გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში საქართველოს ნაკრებისა და ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. 

"შვეიცარიასთან მატჩს რაც შეეხება, იყო განსხვავებული ორი ტაიმი, თუმცა მეორე ნახევარში ვაჯობეთო, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.

არის თამაშები, რაღაცას ვშვრებით თითქოს, თუმცა ღირსეული წაგეგებით უკვე დავიღალეთ.

ძალიან მინდა გასახარი რამ ვთქვა, თუმცა ტყუილების რახარუხს ვერ დავიწყებ. ოპტიმიზმის ასეთ საფუძველსაც ვერ ვხედავ. გიბრალტარის გარდა ჯგუფში თამაში ვერცერთ გუნდს მოვუგეთ. მათთან და ყაზახეთთან მოგებებით შევიქმენით ფონი.

მე მოყვარეს პირში უზრახეს პრინციპით ვამბობ ამას. შეხედეთ ჩვენს კლუბებს, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს
შეხედეთ. ხედავთ ოპტიმიზმის საფუძველს? ეროვნულ ლიგა 2-ს გადაავლეთ თვალი, რა ხდება, როგორი თამაშები მიდის. ძალიან მინდა მქონდეს, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ. ხვალ და ზეგ არ ვიცი რა იქნება. ვაისი წავა და ცხადაძე მოვა თუ რა იქნება, მე არ ვიცი, მაგაზე ხვალ ვისაუბროთ და დღეს, მე, ჩვენი ჩემპიონატის შემხედვარე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ.

თქვენ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის პროგრესს? 6 გუნდია ეროვნულ ლიგა 1-ში ხელფასი რომ არ აუღიათ ფეხბურთელებს, ქუთაისის "ტორეპდო" დაშლის პირასაა, იქ კორუფცია და ჩაწყობილი თამაშების ეს მასშტაბები 20 წელია ფეხბურთში ვარ და არ მინახავს.

თუ ჩვენს თვალებში ნაცრის შეყრა გვინდა, ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგად არისო, თუმცა მე ვერ ვხედავ და ვინც ხედავს, გაატარეთ.

გეტყვით რითიც ვაფასებ პროგრესს. საჩხერის "ჩიხურა" დიღმის ტყეპარკში ვარჯიშობდა ევროთასების თამაშების წინ. ვხედავ "ტორპედოს", "ვიტ-ჯორჯიასა" და ბოლნისის "სიონს" და რა ოპტიმიზმზე უნდა ვისაუბრო.

მესმის, არის მცდელობები, ყველა რაღაცას ვწვალობთ, თუმცა მე ძალიან ცუდად ვხედავ ჩვენს ჩემპიონატს, განსაკუთრებით იმას, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში ხდება."

altსაქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით

მკითხველის კომენტარები / 35 /
ძაან მართალს იძახის დევდარიანი მაგრამ სადაა პატრონი.ნაცები რომ მიტინგს გამართავენ სირცხვილი არაა.მართლა გასაშვებია ეს უთავბოლოები ყველაფერში
გრიგოლ1408
17 ნოემბერი 2019 22:56
2
ტორპედოც, ვიტჯორჯიაც, ფოთიც და სხვა კლუბების გასაჭირი არის მათივე უფროსობის და ვაიდირექტორების ბრალი. სიონი უბრალოდ საპეიოფო ზონაშია თორე ფინანსურად დაბალიანება არ აქვთ ისე რა ჭირს არ ვიცი. ასევეა ისეთი გუნდები რომლებშიც პატიოსნად მუშაობენ თელავი, სამტრედია, დილა და სხვები. ამიტომ საჭიროა გულშემატკივრის მეტი ჩართულობა ისეთ გუნდებში, რომლებშიც ჯერ კიდევ გამგებელი ნიშნავს დირექტორებს და არა მაშინ გააქტიურება როცა გამოუვალი მდგომარეობააა და მერე ხმაური კი დავვიანებული.მომიკითხეთ ხონის იმერეთი და ცხინვალი ;)
DAVE
17 ნოემბერი 2019 17:38
6
საქართველომ, სომხეთმა და აზებაიჯანმა უნდა შექმნან ერთიანი უმაღკესი ლიგა, სადაც თითო ქვეყნიდან კვოტა იქნება 6 გუნდი. სულ - 18 გუნდი.
გამოსავალი
18 ნოემბერი 2019 00:03
7
საქართველოს მოქალაქე ეროვნებით სომხებსაც კი არ უშვებენ აზერბაიჯანში, რომ არაფერი ვთქვათ სომეხ სომხებზე, და არც ეროვნებით აზერებს უშვებენ სომხეთში. როგორ წარმოგიდგენია საერთო ჩემპიონატის ჩატარება?!
Saba
18 ნოემბერი 2019 01:26
0
ყველამ ვიცით, რომ ქართულ ფეხბურთში უამავი პრობლემაა. ყველაფერზე ხელის ერთი მიმართულებით გაშვერა არ იქნება სამართლიანი. საჭიროა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან პასუხისმგებლობის სფერო. ფედერაციას აქვს თავისი ფუნქცია-მოვალეობის სფეროში გარკვეული პრობლემები. საკლუბო ფეხბურთში არსებული პრობლემების 90%-ზე მეტი მოდის კლუბების მფლობელებისაგან და არასწორი მენეჯმენტისაგან. ყველას უნდა მინიმალური დანახარჯით კლუბის რჩენა და დანარჩენის ჯიბეში წაღება. მზად არიან პირველივე სეზონში ფული მიიღონ და შემდეგ თუბდაც დაშალონ კლუბი. გულშემატკივარს პირველ რიგში მოეთხოვება ობიექტურობა. ფაქტი კი ისაა, რომ ეროვნული ნაკრები გაცილებით უკეთეს ფეხბურთს თამაშობს ვიდრე უახლოეს წარსულში. ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც გულშემატკივარს გსურს. მაგრამ, ეს ფაქტია. ყველაფერი შედარებითია სამყაროში. ვისაც უნდა ეს ვაისის დამსახურებად ჩათვალოს და ვისაც უნდა ჩაკვეტაძის. ამით შედეგი და ფაქტი არ იცვლება. ვიაზროვნოთ და ვიმსჯელოთ ობიექტურად. მემარცხენე რადიკალიზმი სპორტში ყველაზე ამაზრზენია.
ანესთეზეოლოგი
17 ნოემბერი 2019 21:16
6
გუნდს რასჰი ატყობტ უკეტესობას მიტხარიტ.
ბაჯო
17 ნოემბერი 2019 22:59
5
მართალია ეს ადამიანი რამდენჯერ ითქვა ლიგა 2 ში რა ხდება მომკითხავი არავინ არის.ჩაწყობა გამიგია და ასე სამარცხვინოდ სფფ-ს თვალწინ.
ვაი თქვენს პატრონს
17 ნოემბერი 2019 19:09
1
საქართველოში ნიჭიერ ფეხბურთელს ახლობლის შვილი ურჩევნიათ იმიტომ ხართ ასეთ დღეში და კიდე სქელი ჯიბიანი მამიკოს შვილები
შოკირებული გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2019 12:33
0
უკეთესობა საერთოდ რომ ვერ დაინახო, ან ბრმა უნდა იყო, ან პირადი ბოღმა უნდა გალაპარაკებდეს.
ერთა ლიგის შედეგებით შეფასდება საბოლოოდ ობეიქტურად ფედერაციის და ვაისის ნამუშევარი
giabar
17 ნოემბერი 2019 16:11
32
ტქვენ რას ხედავტ კონკრეტულად .
ბაჯო
17 ნოემბერი 2019 18:16
0
დევდარიანი-100%!
გივი-გია
18 ნოემბერი 2019 15:02
1
ძნელია რამე კონკრეტულ სფეროში წარმატების მიღწევა, როდესაც მთლიანად ქვეყანაა ჭაობში ჩაფლული. მაფია ტრიალებს ყველგან, მოპარვა მასიური, შედეგიც სახეზეა საითაც გინდა გაიხედე
გიორგი გორგაძე
17 ნოემბერი 2019 22:05
1
ამიტომ შევიდეთ განაცხადით საერთაშორსო ფეხბურთის ფედერაციაში, იმაზედ რომ ტაიმების დრო შემცირდეს 30 წუთამდე. 60 წუთს ვირბენთ ქართველები დაღლისა და კონცენტრაციის დაგრგვის გარეშე
კახა
17 ნოემბერი 2019 16:03
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული