გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში საქართველოს ნაკრებისა და ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. 

"შვეიცარიასთან მატჩს რაც შეეხება, იყო განსხვავებული ორი ტაიმი, თუმცა მეორე ნახევარში ვაჯობეთო, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.

არის თამაშები, რაღაცას ვშვრებით თითქოს, თუმცა ღირსეული წაგეგებით უკვე დავიღალეთ.

ძალიან მინდა გასახარი რამ ვთქვა, თუმცა ტყუილების რახარუხს ვერ დავიწყებ. ოპტიმიზმის ასეთ საფუძველსაც ვერ ვხედავ. გიბრალტარის გარდა ჯგუფში თამაში ვერცერთ გუნდს მოვუგეთ. მათთან და ყაზახეთთან მოგებებით შევიქმენით ფონი.

მე მოყვარეს პირში უზრახეს პრინციპით ვამბობ ამას. შეხედეთ ჩვენს კლუბებს, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს
შეხედეთ. ხედავთ ოპტიმიზმის საფუძველს? ეროვნულ ლიგა 2-ს გადაავლეთ თვალი, რა ხდება, როგორი თამაშები მიდის. ძალიან მინდა მქონდეს, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ. ხვალ და ზეგ არ ვიცი რა იქნება. ვაისი წავა და ცხადაძე მოვა თუ რა იქნება, მე არ ვიცი, მაგაზე ხვალ ვისაუბროთ და დღეს, მე, ჩვენი ჩემპიონატის შემხედვარე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ.

თქვენ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის პროგრესს? 6 გუნდია ეროვნულ ლიგა 1-ში ხელფასი რომ არ აუღიათ ფეხბურთელებს, ქუთაისის "ტორეპდო" დაშლის პირასაა, იქ კორუფცია და ჩაწყობილი თამაშების ეს მასშტაბები 20 წელია ფეხბურთში ვარ და არ მინახავს.

თუ ჩვენს თვალებში ნაცრის შეყრა გვინდა, ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგად არისო, თუმცა მე ვერ ვხედავ და ვინც ხედავს, გაატარეთ.

გეტყვით რითიც ვაფასებ პროგრესს. საჩხერის "ჩიხურა" დიღმის ტყეპარკში ვარჯიშობდა ევროთასების თამაშების წინ. ვხედავ "ტორპედოს", "ვიტ-ჯორჯიასა" და ბოლნისის "სიონს" და რა ოპტიმიზმზე უნდა ვისაუბრო.

მესმის, არის მცდელობები, ყველა რაღაცას ვწვალობთ, თუმცა მე ძალიან ცუდად ვხედავ ჩვენს ჩემპიონატს, განსაკუთრებით იმას, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში ხდება."

altსაქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით

მკითხველის კომენტარები / 35 /
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის, ძნელია არ დაეთანხმო
llcl
14:45 17-11-2019
3
ძლივს არ გამოჩნდა კაცი სმდენ მონწბსა და მტლოკავებში სიმართლის თქმას რო გაბედავდა.
შემოვარდებიან ეხლა ვაისას ფანები და ლანძღვას დაუწყებენ
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული