"ემპოლის" ყოფილი სპორტული დირექტორი მარჩელო კარლი ამჟამად "კალიარიში" ამავე თანამდებობაზე მუშაობს და ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე გაიხსენა.
goal.com-თან მან აღნიშნა, რომ 2010-17 წლებში ევროპაში არაერთი ტალანტი აღმოაჩინა (დანიელე რუგანი, ელსეიდ ჰისაი, მარიო რუი, ლეანდრო პარედესი), რომელთა შორის გამორჩეული 16 წლის მჭედლიძე იყო. მას ფანტასტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ამაში დაუსრულებელმა ტრავმებმა შეუშალა ხელი და ეს მისი ერთადერთი სინანულია.
"სინანული? ერთი, მხოლოდ ერთი. ლევან მჭედლიძე! ის საქართველოში აღმოვაჩინე, 16 წლის იყო. რომ არა ტრავმები, ფანტასტიკური ფორვარდი გახდებოდა", - ამბობს კარლი.
გამოცემა ლევანის
ტრავმების შესახებ დეტალურად მოუთხრობს მკითხველს და ამცნობს, რომ 11 წელი იტალიაში თამაშის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, თბილისის "დინამოში" აგრძელებს კარიერას და ბოლოს და ბოლოს, იქნებ შეძლოს სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობა, რაშიც ტრავმებმა შეუშალა ხელი.