თბილისის "დინამო" ბერლინში ლეგენდათა ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ბერლინში ლეგენდათა ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონი სოციალური ქსელით ავრცელებს:

"11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას "დინამო თბილისიც" მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან 7 ადგილობრივია. ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ "დინამო თბილისია".

A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად, დორტმუნდის "ბორუსია", ლევერკუზენის "ბაიერი" და "შალკე 04" იასპარეზებენ.

B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან - "ჰერტასთან", "იუნიონთან" და ტენის "ბორუსიასთან" ერთად, ბრემენის "ვერდერი" იასპარეზებს.

"დინამო თბილისის" ლეგენდათა შემადგენლობა კი
ასეთია:

გიორგი ლომაია
ნუკრი რევიშვილი
ლაშა სალუქვაძე
კახა კალაძე
ალექსანდრე ამისულაშვილი
ოთარ მარცვალაძე
ლევან ცქიტიშვილი
დავით სირაძე
ალექსანდრე იაშვილი
გიორგი დემეტრაძე
ზურაბ ხიზანიშვილი
დავით კვირკველია

ჩვენი გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბება, მატჩების განრიგი კი ასეთია:

11 იანვარი, 20:45: დინამო თბილისი Vs ლევერკუზენის ბაიერი
11 იანვარი, 21:42: დინამო თბილისი Vs დორტმუნდის ბორუსია
12 იანვარი, 17:31: დინამო თბილისი Vs შალკე 04

ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს, 19:00 საათიდან დაიწყება".
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩვეულებრივი, ვეტერანთა ტურნირია. ტენის ბორუსიას საიდან უნდა ჰყავდეს ლეგენდა, ან უნიონს? სტატიის ავტორის ფანტაზია უფროა, ან სიტყვა ,,ლეგენდის'' მნიშვნელობა არ გვცოდნია :)
1234
10:43 08-01-2020
1
რამ გაგამწარათ ამ ახალ წელს და ამდენი ღვარძლი საიდან გიდევთ მაგ კლავიატურაში?! თუ არ მოგწონს დაანებე თავი და არაფერი დაწერო კარგს თუ არ წერ!!! რა გაგიკეთებიათ ცხოვრებაში და რა შეგიქმნიათ ამათზე მეტი თქვით და კი ბატონო მერე გენებათ უფლება ვინმეს გაკრიტიკების. გაუნათლებელი ერი ვართ და ამაზე გვემჩნევა ყველაზე მეტად სამწუხაროდ!!!
შევარდნაძეს .........
10:17 08-01-2020
5

სიახლეები პოპულარული