ბერლინის ტურნირი - თბილისის "დინამოს" მოგება "ბაიერთან" და წაგება "დორტმუნდთან"

AutoSharing Option
ბერლინის ლეგენდათა ტურნირის პირველ სათამაშო დღეს თბილისის "დინამოს" ვეტერანთა გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა - ერთში გაიმარჯვა, მეორეში კი მარცხი განიცადა.

"დინამომ" ჯერ "ბაიერს" 4:2 მოუგო. ჩვენი გუნდიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.

შემდეგ კი "დინამო" "დორტმუნდთან" 2:3 დამარცხდა. გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.

დღეს, 12 იანვარს, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 17:30 საათზე დაიწყება, "დინამო" "შალკეს" დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს, 19:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული