ბერლინის ლეგენდათა ტურნირის ფინალში თბილისის "დინამოს" ვეტერანთა გუნდი "ჰერტასთან" 2:5 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს.
ტურნირის ბომბარდირი 8 გატანილი გოლით და საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი გახდა. საუკეთესო მეკარეებად კი ორგანიზატორებმა "დინამოელი" გიორგი ლომაია და "ბორუსიას" გოლკიპერი რომან ვაიდენფელერი აღიარეს.
თბილისის "დინამომ" ჯგუფში ""ბაიერს" 4:2 მოუგო, "დორტმუნდთან" 2:3 წააგო, "შალკეს" კი 6:3 სძლია, ხოლო ნახევარფინალში "ვერდერი" 5:2 დაამარცხა.
"ჰერტაში" პირველ მატჩში სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ითამაშა, მაგრამ ტრავმა მიიღო და დანარჩენ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.