საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ავსტრია გაანადგურა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში ავსტრიას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 9:2 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან პოკერი სიმი საიოტიმ შეასრულა, ჰეთ-თრიკი - არჩილ სებისკვერაძემ, თითო გოლი კი თალეს ფეიტოსას და ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა. ავსტრიის წინააღმდეგ გიორგი ღავთაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა.

​მოპოვებული გამარჯვებით ავთანდილ ასათიანის გუნდმა 6 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

​საქართველო  - ავსტრია 9:2
თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე
​სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია,
გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, თოდუა, მაისაია, კურტანიძე, ღავთაძე, ჭუმბურიძე
​მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

​ავსტრია: მრსიჩი, დიზდარევიჩი, იატიჩი, ვაშაუნერი, მუჰარემოვიჩი
​სათადარიგო შემადგენლობა: ცესოვიჩი, ვოზენილეკი, ვუკოვიჩი, მაიცი, ბინდერი, ილმაზი, შტეინვანდტერი, ბიცერი, მილენკოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: პატრიკ ბარბიჩი

​მსაჯები: ვიქტორი ბუგენკო (მოლდოვა), ადრიან შოპი (შვეიცარია), იოსიპ ბარტონი (ჩრდ. მაკედონია)

​გაფრთხილება: ბინდერი (14:37), გიორგაია (26:26)

​გოლები: 1:0 სიმი საიოტი (00:26), 2:0 სებისკვერაძე (07:46), 2:1 ვოზენილეკი (08:06), 3:1 სებისკვერაძე (09:50), 4:1 სიმი საიოტი (15:33), 5:1 სებისკვერაძე (15:52), 6:1 სიმი საიოტი (17:44), 6:2 შტაინვანდტერი (18:41), 7:2 სიმი საიოტი (23:27), 8:2 თალესი (24:42), 9:2 ჯვარაშვილი (39:04)

დღესვე საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანია კოსოვოს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 8:4 გაიმარჯვა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს პირველ თებერვალს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული