"საბურთალო" რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს შეხვდება

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე "საბურთალოს" სერიოზული სპარინგები ელის

პირველ თებერვალს "საბურთალო" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ვალენსიის მიმდებარედ, ქალაქ ალბირში 14 თებერვლამდე გაჩერდება. გია ცეცაძის შეგირდები 4 საკონტროლო მატჩს გამართავენ - 4 თებერვალს ავსტრიის "ადმირას", 6 თებერვალს რუსეთის ჩემპიონატის ლიდერ პეტერბურგის "ზენიტს", აგრეთვე მოსკოვის ცსკა-სა და ესპანეთის ქვედალიგელ "ალკოიანოს" შეხვდებიან.

გუნდს შეკრებაზე ვერ გაჰყვა ნიკოლოზ მალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ასევე თბილისში დარჩა ტრავმირებული ელვინ ტერაც.

"საბურთალო" ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ლევან კაკუბავა, ჟულიუს ბლიკი,
ჟარდელ ნაზარე, ანრი ჭიჭინაძე, იურიხ კაროლინა, თედორე გრიგალაშვილი, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე, ბექა ქავთარაძე, გიორგი გაბედავა, ჟეროენ ლუმუ, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია.

თბილისში დაბრუნების შემდეგ საქართველოს თასის მფლობელი "საბურთალო" სუპერთასზე ქვეყნის ჩემპიონ თბილისის "დინამოს" 23 თებერვალს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უნდა ექნათ ისტორიულ სამშობლოს ხომ არ მოუგებდნენ ხეჩოიანები პოგოსიანები და ასე შემდეგ,ფიფაში ნაფრენ წერილიდან პასუხი არ ჩამოვიდა?
ქომაგს
10:33 04-02-2020
1
აქ . არ . წაგება ღირსების . კაცობის . სამშობლოს სიყვარულის საქმეა
macbook pro
23:18 03-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული