85 მეტრიდან გაშვებული გოლი და თბილისის "დინამო" "რადნიკს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამო" მეორე შეკრებაზე საკონტროლო მატჩში სერბეთის "რადნიკს" დაუზავდა - 2:2.

ანგარიში 43-ე წუთზე კაპანაძემ გახსნა, შესვენების შემდეგ პავლოვმა საპასუხო გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე იოკიჩმა სერბული გუნდი დააწინაურა, ხოლო 78-ეზე ახვლედიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"დინამო" (სასტარტო): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, კუცია, ნინუა, ორშულა, კუხიანიძე, კაპანაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: მამარდაშვილი, იაშვილი, სანდოხაძე, ქიმაძე, ქარდავა, ზარია, მუჯირი, ბუღრიძე, ახვლედიანი

სპარინგში მონაწილეობა ვერ მიიღეს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულმა ლუკა კუტალაძემ, თორნიკე ჯანგიძემ, სანდრო კალანდაძემ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლაშა აწყურელმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა და ტრავმირებულმა
ნოდარ ქავთარაძემ.

"დინამომ" პირველ შეკრებაზე სამივე შეხვედრა წააგო - რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3) და კრაკოვის "ვისლასთან" (2:3).

მკითხველის კომენტარები / 29 /
წელს დინამო ძალიან სუსტია სამწუხაროდ
გიორგი კაჭკაჭიშვილი
06 თებერვალი 2020 22:13
2
ყოველ წელს თურქეთი , თანაც ორჯერ დაჟე, ესე ხშირად თურქერში ხაზის მარშუტკები არ დადიან სარფიდან
ნიკა
06 თებერვალი 2020 20:54
1
გილოცავთ ძააან მაგარიააააა!!!! შემზიზღდა ქართული ფეხბურთი ლუქსემბურგის გუნდიც კი გადის ევროპაზე წადი თქვენი ....
Jeyjey
06 თებერვალი 2020 20:50
5
ადნიკთანაც ვერ მოიგეთ!? დედოფლისწყაროსთან ითამაშეთ,იმათ ასიანი მოუგებთ)
ბათუმის ფანი
06 თებერვალი 2020 20:41
3
კომენტარიც კი მეზარება თქვენი შემყურე
გიორგი კაჭკაჭიშვილი
06 თებერვალი 2020 21:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული