ინგლისში თასების მფლობელთა თასზე გამოცემული წიგნის ყდა "დინამოს" ფოტომ დაამშვენა

AutoSharing Option
ინგლისელმა სტივენ სკრეგმა წიგნი გამოსცა თასების მფლობელთა თასის შესახებ  - "დროში გაყინული ტურნირი" და მისი გარეკანი თბილისის "დინამოს" სურათით დაამშვენა - 1981 წლის 13 მაისს ვლადიმერ გუცაევი "კარლ ცაისთან" ანგარიშს ათანაბრებს.

"სამივე ტურნირი განსხვავებული გახლდათ: ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი შედეგების მიმღწევები მონაწილეობდნენ, უეფას თასზე - მაგარი ბიჭები, ხოლო თასების მფლობელთა თასი თავისი უნიკალური ექსცენტრიკული ფორმებით გამოირჩეოდა. მისი მოპოვება, ზოგიერთი ევროგრანდისგან განსხვავებით, "მაგდებურგმა" და თბილისის "დინამომ" მოახერხეს. ეს თასების მფლობელთა თასის ისტორიაა", - წერს ავტორი შესავალში.

წიგნის ფასი 12.04 ფუნტია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი იქნებოდა იმ დინამოს შემდეგ სახელი გადაერქვათ გუნდისთვის. მათ ყველამ იმდენი უფლი და სისხლი დაღვარეს. ცოდოები არიან ის ფეხბურთელები ვინც დინამოს სადიდებლად ისტორია შექმნეს. ამ გუნდს რამე ჯიჯლიბო ან ქინძი უნდა ერქვას და არა დინამო))
G.LA
12:38 07-02-2020
1
ამ წიგნის უკანა ყდაზეც თავს ზემოთ თასაღმართული ალექსანდრე ჩივაძის ფოტოა...
ანესთეზეოლოგი
09:30 07-02-2020
0

სიახლეები პოპულარული