დავით მუჯირი: ეროვნული ნაკრები ვერ შეიკრიბებოდა, ამიტომაც არ გვექნება ამხანაგური მატჩი ბელარუსამდე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" სხვადასხვა საკითხის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ქუთაისის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციამ მინდორი დააგო. ახლა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, როგორც სტადიონის მფლობელს, დარჩა სხვადასხვა სამუშაოები ჩასატარებელი, რათა ეროვნული ლიგის თამაშები "ტორპედომ" ქუთაისში ჩაატაროს.

საჩხერეშიც მიმდინარეობს სამუშაოები. იგივე მინდრის საფართან დაკავშირებით პირველი ეტაპი საქმიანობისა უკვე დასრულდა. მოგეხსენებათ, ივანწმინდაში თამაშები აღარ ჩატარდება და იმედი გვაქვს, რომ "ჩიხურა" ზაფხულიდან საჩხერეში ჩაატარებს ეროვნული ლიგის შეხვედრებს.
15 თებერვალს ვიდეო რეფერისთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. სტურმები გვეყოლება ფიფადან და უეფადან.
როგორც იცით, ერთა ლიგის თამაშზე ვიდეო რეფერი იმუშავებს და ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოში.

ჩვენ ვმუშაობთ ვიდეო რეფერის ეროვნული ლიგის თამაშებზე შემოღებას. სულ მცირე, ცენტრალური მატჩებისთვის მაინც შევძლოთ ამ სისტემის გამოყენება. თუმცა, ძალიან დიდი სამუშაო პროცესია, ძალიან ბევრი რამ გვჭირდება ამისათვის და ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლისთვის ეროვნული ლიგის თამაშებზე, სხვა ლიგების ცენტრალურ შეხვედრებზე შევძლოთ და ეს სისტემა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებს ბელარუსთან მატჩამდე, მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის ძირითადი ნაწილი უცხოეთში თამაშობს, მათ სეზონი უკვე დაეწყოთ და ძნელი არის ნაკრების შეკრება. თუმცა, ეროვნული გუნდის წევრი დადის სხვადასხვა ქვეყანაში, ადგილზე ნახულობს ნაკრების კანდიდატებს. ამჟამად ვლადიმირ ვაისი თურქეთში იმყოფება, რადგან ბევრი ქართველი ფეხბურთელის კლუბი სწორედ იქ გადის მოსამზადებელ პროცესს.

უშუალოდ შეხვედრის დღეს, 26 მარტს 6 საათიდან გაიღება ფან ზონა, იქნება ბევრი გასართობი გულშემატკივარისათვის. სასურველია, რომ ფანები რაც შეიძლება ადრე მოვიდნენ სტადიონზე და თამაშის დაწყებასა და ეროვნული ჰიმნის დაკვრას იქვე შევხვდეთ."

მკითხველის კომენტარები / 21 /
გეგი!!!!!! და სხვები!!!!!! "ჰაჰა რა სასაცილოა ამდენი უნლაიქი ჩემს კომენტარს?აუნლაიქეთ და იყავით რა,თქვენ არ იცით ადამიანების დაფასება ამ ქვეყანაში:)))ხოდა ნუ ელით წარმატებას!" აი ეს არის მთავარი! ის, რომ ვერ გაიგეთ, ნაკრების თამაში როგორ ინიშნება და ფეხბურთელები როგორ ჩამოდიან, სხვა ამბავია, შეგიძლიათ დაიფიცოთ, რომ ასე გგონიათ! არა! ტყუით! თქვენ ოღონდ დღევანდელი საქართველოს აგინოთ, სხვა არ გადარდებთ არაფერი. რატომ? აპა წაიკითხეთ, რას წერს გეგი. "...ხოდა ნუ ელით წარმატებას!"-ო. ნუ ველით კი არა, თქვენ ნუ ელითო! სხდასხვა ვართ? და უხარია მაგ არაქართველს, მაგ ერის მტერს და აქეთ დაგვჩხავის, ვერ გახვალთო! აი ეს არის მაგათი სახე. იმდენათ დაწყევლოს უფალმა, რამდენადაც მე ეხლა მართალი ვარ! ძალიან, ძალიან გთხოვთ დაბეჭდეთ! აუცილებელია, რომ მართლა მოხდეს ყველა ქართველის გაერთიანება მარტის ბოლოსთვის, რომ შეწყდეს ამდენი გესლის ფრქვევა.
alexandre
12:42 10-02-2020
2
გეგაა.. თუ ამხანაგური თამაშები არა ჩანიშნული და მარტო საქართველოს უნდა ეგ:) მაგ შემთხვევაში არაა კლუბი ვალდებული ფეხბურთელი გაუშვას ნაკრებში. მოკლედ გინდა გეწყინოთ,მაგრამ აზრზე არ ხარ რა
გოგა
10:58 10-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული