თბილისის "დინამო" "მლადოსტთან" დამარცხდა

AutoSharing Option
მეორე თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში თბილისის "დინამო" სერბეთის "მლადოსტთან" 0:1 დამარცხდა.

"დინამომ" გოლი 39-ე წუთზე გაუშვა და ისევ დაცვის ცენტრიდან.

"დინამო" (სასტარტო): მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, იაშვილი, ნინუა, ქარდავა, ქიმაძე, ბუღრიძე, ორშულა, კაპანაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კობოური, სანდოხაძე, პაპავა, მუჯირი, კუხიანიძე, ზარია, ბაბუნაძე, ახვლედიანი

"დინამომ" პირველ შეკრებაზე სამივე შეხვედრა წააგო - რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3) და კრაკოვის "ვისლასთან" (2:3), მეორე შეკრების პირველ მატჩში კი სერბეთის "რადნიკს" დაუზავდა - 2:2.

დედაქალაქური გუნდი თურქეთში კიდევ 2 სპარინგს გამართავს - 12 თებერვალს
უკრაინის "ოლეკსანდრიას", ხოლო 15 თებერვალს კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
წაიყვანეთ რა ქუთაისელებო ჩხეტიანი,არ გინდათ???გაგებაში არ არი კაცი.მარტო დავაი დავაი,აქ ვინ არი,იქ ვინ არი თამაშს მოიგებს?
ფიფია შე კაი კაცო რა გინდა სამუდამოდ გინდა შეგვაჯავრო ფეხბურთი და დინამო??? გეხვეწებით საიდანაც მოიყვანე ისევ იქ გაუშვი რა ჩხეტოც და ელვა და ბუნებრივი სტიქიები.შემადგენლობას რო ვკითხულობ მე მცხვენია ისეთი ხალხი შეკრიბე და შენ არ გრცხვენია?ჩისკო გაუშვი და ესენი მოიყვანე?მართლა სანაძლეო ხო არ წააგე,გვითხარი და გაგიგებთ...მოკლედ იდიწე ნახვამდის რა...
Jordan Beli
20:40 09-02-2020
3
სოფლის გუნდებთან აგებს.
Dato
20:15 09-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული