თბილისის "დინამო" "მლადოსტთან" დამარცხდა

AutoSharing Option
მეორე თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში თბილისის "დინამო" სერბეთის "მლადოსტთან" 0:1 დამარცხდა.

"დინამომ" გოლი 39-ე წუთზე გაუშვა და ისევ დაცვის ცენტრიდან.

"დინამო" (სასტარტო): მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, იაშვილი, ნინუა, ქარდავა, ქიმაძე, ბუღრიძე, ორშულა, კაპანაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კობოური, სანდოხაძე, პაპავა, მუჯირი, კუხიანიძე, ზარია, ბაბუნაძე, ახვლედიანი

"დინამომ" პირველ შეკრებაზე სამივე შეხვედრა წააგო - რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3) და კრაკოვის "ვისლასთან" (2:3), მეორე შეკრების პირველ მატჩში კი სერბეთის "რადნიკს" დაუზავდა - 2:2.

დედაქალაქური გუნდი თურქეთში კიდევ 2 სპარინგს გამართავს - 12 თებერვალს
უკრაინის "ოლეკსანდრიას", ხოლო 15 თებერვალს კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
სირცხვილია!
Homer
09 თებერვალი 2020 22:59
0
დაბლოკავთ? - კიდე დავდებ. კიდევ დაბლოკავთ ? - კიდევ! კიდევ დაბლოკავთ ? - დაბლოკეთ!! წავალ და აღარ შემოვალ, მერე მეყოლეთ ვარდივით :)) თქვენი სტატიებიანად. მოკლედ ფ ი ფ ი ა თუ არ წავა, ეს მარაზმი სინდრომი დაუსჯელობის დაღუპავს ქართულ ფეხბურთს. კაცს ფეხებზე კიდია შედეგები, უსირცხვილო ადამიანია! დინამო კი ქართული ფეხბურთის არამარტო სახე, არამედ მომავალიცაა!!! სამარცხვინო !!! ა ეს ყველაფერი! კლავთ პერსპექტივასაც განვითარების! აიღოს წნორია მილანი და იქ აკეთოს ექსპერიმენტები, დინამო იმის ხელში უნდა იყოს, ვისაც მეათასე წაგება მაინც უტყდება! უთავმოყვარეო ადამიანებო დინამოდან , გესმით ეს?
Gadasarevi giorgi
09 თებერვალი 2020 22:49
2
მგონი ქუთაისი ჩხეტიანის საშუალებით იძიებს შურს თბილისის დინამო-ზე)
ბათუმის ფანი
09 თებერვალი 2020 22:32
1
ძალიან შეგვარცხვენს ეს გუნდი ლიგაზე. სამარცხვინოდ გამოვლენ. მართალია ამხანაგური თამაშებია, მაგრამ არანაირი პერსპექტივა ამ გუნდს არ აქვს. არცერთი რგოლი არაა ძლიერი
სხვა რაკურსი
09 თებერვალი 2020 22:09
1
სანამ ფიფია არ წავიდა კლუბიდან და ვინმე სხვა არ შიძენს ამ გუნდს არფერი ეშვება ზრდია ფეხბურთლებს ყიდიან და ფულს შოულობენ რა მიდგომა არის ეს რანირი ჩემპიონიააა ? დამსხრებლად გახდა ჩემპიონი ბათუმის დინამო 10000 ჯეორბია
nik
09 თებერვალი 2020 21:56
3
საბურთალომ ხომ გვანახა ზენიტთან ჩვენი დონე. ახლა ამათ ალექსანდრიაც და კიევის დინამოც დაახევს ბურთს თავზე. საერთოდ რატომ დადიან ესენი თურქეთში. წადით ბიძია განმუხურში და ეთამაშეთ ჩხორწყუს, ჭალენჯიხას. ეგაა თქვენი დონე
andro
09 თებერვალი 2020 21:30
0
გულწრფელად მინდა უზრდელური სიტყვების დაწერა მარა თავს ზემოთ ძალა არ არის!!
Vasili
09 თებერვალი 2020 20:58
1
წაიყვანეთ რა ქუთაისელებო ჩხეტიანი,არ გინდათ???გაგებაში არ არი კაცი.მარტო დავაი დავაი,აქ ვინ არი,იქ ვინ არი თამაშს მოიგებს?
ფიფია შე კაი კაცო რა გინდა სამუდამოდ გინდა შეგვაჯავრო ფეხბურთი და დინამო??? გეხვეწებით საიდანაც მოიყვანე ისევ იქ გაუშვი რა ჩხეტოც და ელვა და ბუნებრივი სტიქიები.შემადგენლობას რო ვკითხულობ მე მცხვენია ისეთი ხალხი შეკრიბე და შენ არ გრცხვენია?ჩისკო გაუშვი და ესენი მოიყვანე?მართლა სანაძლეო ხო არ წააგე,გვითხარი და გაგიგებთ...მოკლედ იდიწე ნახვამდის რა...
Jordan Beli
09 თებერვალი 2020 20:40
3
სამაგიეროდ თელავს მოუგებენ პირველ ტურში და მერე ევრო ტურნირებზე კენჭისყრაზე არ გაუმართლებთ,ხო უნდა გაიმართლონ თავი:)
გოგა
09 თებერვალი 2020 20:28
2
ფუ თქვენი!!!!
Vasili
09 თებერვალი 2020 20:16
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული