კვასხვაძემ პენალტი მოიგერია, თბილისის "დინამომ" პირველად არ გაუშვა გოლი და პირველად გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ მეექვსე საკონტროლო მატჩში, წვიმიან ამინდში, თბილისის "დინამომ" უკრაინის "ოლეკსანდრია" 1:0 დაამარცხა. გოლი 87-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "დინამომ" თურქეთში გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში პირველად გაიმარჯვა და პირველად არ გაუშვა გოლი საკუთარ კარში. მე-19 წუთზე მეკარე როინ კვასხვაძემ პენლტი მოიგერია.

"დინამოში" სინჯებზე მყოფმა 26 წლის კამერუნელმა შემტევმა ფრანც პანგოპმა ითამაშა, რომელიც ბოლოს ავსტრიის "ალტახის" ღირსებას იცავდა. მას თავისი ქვეყნის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

"დინამო" (სასტარტო): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა, პაპავა, კუხიანიძე, პანგოპი, ორშულა, კაპანაძე

შეცვლაზე შევიდნენ: იაშვილი, ქიმაძე, ქარდავა, კუცია, ზარია, ბუღრიძე, ახვლედიანი

"დინამომ" აქამდე ხუთი სპარინგი გამართა: რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3), კრაკოვის "ვისლასთან" (2:3), სერბეთის "რადნიკთან" (2:2) და სერბეთის "მლადოსტთან" (0:1), 15 თებერვალს კი კიევის "დინამოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს თამაშიც წაგებულად მიმაჩნია უბრალოდ გაუმართლათ რომ უკრაინელებმა ამდენი საგოლე მომენტი გააფუჭეს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01:32 13-02-2020
3
ევროტურნირებზე,რო შეხვდეს ოლექსანდრიასნაირ გუნდს სულ ბუნდღას აყრევინებენ დინამოს:) რა დაინახეთ აქ პოზიტიური? ცალი ფეხით ეთამაშნენ და პენალტის გარდა კიდე ქონდათ მინიმუმ 15 მომენტი გასატანად
გოგა
08:14 13-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული