"დილამ" ისევ არ გაუშვა გოლი, თუმცა ისევ ვერ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებული ამხანაგური მატჩი გორის "დილასა" და ბელარუსის სოლიგორსკის "შახტიორს" შორის 0:0 დასრულდა.

გორულ გუნდს მისმა აღზრდილმა ნიკა გაგნიძემ უკაპიტნა. "შახტიორში" ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს - შესვენებამდე გეგა დიასამიძემ, ხოლო შესვენების შემდეგ ლაშა შინდაგორიძემ.

ეს შეკრებაზე "დილას" მესამე სპარინგი იყო - ჯერ მოსკოვის "ტორპედოსთან" 2:3 წააგო, შემდეგ კი ოდესის "ჩერნომორეცს" დაუზავდა - 0:0.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული