რუსულმა მედიამ 1954 წელს თბილისში დატრიალებული ტრაგედია და "სპარტაკზე" რევანში გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1954 წლის 4 აპრილს, თბილისის "დინამომ" მოსკოვის "სპარტაკი" 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი და დატრიალებული ტრაგედია championat-მა გაიხსენა.

66 წლის წინ "სპარტაკთან" მატჩის წინ თბილისში ჭყლეტა მოხდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი

ჩვენი ფეხბურთის კიდევ ერთი ისტორია, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

სსრკ-ში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რასაც მოქალაქეებს უმალავდნენ - ჭყლეტა 1975 წელს "სოკოლნიკებში" ან 1982 წელს "ლუჟნიკებში": როგორც პირველ ასევე მეორე შემთხვევაში კარგა ხანს დუმდნენ.

კიდევ ერთი ტრაგედია, რომლის აღწერას ვერც ერთ საბჭოთა გაზეთში ვერ ნახავთ, 1954 წლის 4 აპრილს თბილისში
ჩემპიონატის გახსნისას მოხდა.

"სპარტაკთან" მატჩზე ბილეთების შოვნა შეუძლებელი იყო: მსურველთა რაოდენობა გაცილებით აღემატებოდა სტადიონის ტევადობას

ახალი სეზონი თბილისელთათვის ჩემპიონ "სპარტაკთან" მატჩით იწყებოდა. აჟიოტაჟი გაუგონარი იყო და არამარტო იმიტომ, რომ სტუმრად "ოქროს გუნდი" ჩავიდა. საქმე სულ სხვა რამეშია. წინა სეზონში "დინამო" აშკარად "მოკლეს" და ჩემპიონად გახდომის უფლება არ მისცეს - გააპროტესტეს "ტორპედოსთან" მატჩი (2:1 ქართველთა სასარგებლოდ) და გადაათამაშეს ვითომდა მსაჯის მრავლობითი შეცდომების გამო. გადათამაშება მოხდა იმ დროისთვის სარეკორდოდ მოკლე დროში და მრავალი წესის დარღვევით! ფეხბურთელები იმდენად იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ ორი დღე ღვინოს სვამდნენ, ხოლო მატჩის დასაწყისშივე ყველას გააგებინეს, რომ ნებდებოდნენ. 1:4 წააგეს, ჩემპიონი კი "სპარტაკი" გახდა, რომელმაც "დინამოს" მხოლოდ 2 ქულით გაასწრო.

გასულ სეზონში ოქროს მედლებისთვის მებრძოლი გუნდების თამაშმა თბილისში დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში აფიშები არ იყო გამოკრული, ბილეთები კი მხოლოდ წინასწარი შეკვეთით იყიდებოდა. ბილეთები თავისუფლად მხოლოდ მატჩის დღეს უნდა გაყიდულიყო, მაგრამ უცნაურ გარემოებათა გამო ბილეთები თითქმის არ იყო - გადამყიდველებს ნომინალურზე გაცილებით მაღალ ფასში ჰქონდათ შეძენილი.

ქართული გაზეთი "ლელო". 1954 წლის 7 აპრილი:

"ბევრი ხელცარიელი დარჩა, მაგრამ ამინდი მათ თანაუგრძნობდა: აპრილის პირველივე დღეებიდანვე ძლიერად თოვდა. თამაშის წინა დღეს წვიმდა. თუმცა, მატჩის დღეს დილიდანვე გამოიდარა..."

უბილეთო გულშემტკივრებმა მაინც შეძლეს სტადიონზე იერიშით შესვლა. მილიციამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა

მატჩის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე სტადიონთან ხალხმა შეკრება დაიწყო. ბილეთიანები გაჭირვებით ახერხებდნენ სტადიონზე შესვლას. ბევრმა მათგანმა ვერც კი გაიგო, რა მოხდა შემდეგ. მერე კი, მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე უბილეთოთა ნამდვილი შტურმი დაიწყო: ისინი შეუპოვრად ცდილობდნენ ღობის გარღვევას. მილიციამ და კონტროლიორებმა შესასვლელების ჩაკეტვა დაიწყეს, მაგრამ ამან ტრაგედიისგან ვერ იხსნა: ხალხმა იხუვლა და ცენტრალურ შესასვლელთან ჭყლეტა მოხდა. დაახლოებით 20 ადამიანი გარდაიცვალა. შესაძლოა, გაცილებით მეტი - ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.

სტადიონზე 10 ათასით მეტი მაყურებელი იყო

"დინამომ" 2:1 მოიგო. მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში მოსკოველებმა ანგარიში გაათანაბრეს, ბოლოს კი თბილისელებმა გამარჯვებას მიაღწიეს.

გაზეთი "სოვეტსკი სპორტი". 1954 წლის 6 აპრილი:

"დარჩენილი დრო ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. გაისმა საფინალო გონგის ხმა. ანგარიში ისევ 1:1-ია. შეხვედრა სავარაუდოდ ფრედ დასრულდებოდა, რომ არა "სპარტაკის" მეკარე ტუჩკუსის შეცდომა, რომელსაც ბურთი ხელიდან გაუვარდა. ღოღობერიძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ შემდეგ ყველას კალოევმა დაასწრო და "დინამოს" გამარჯვება მოუპოვა".

პრესა ჭყლეტაზე დუმდა. მხოლოდ სამი დღის შემდეგ "ახალგაზრდა სტალინელში" ავტორმა აღწერა მომხდარი: მილიციის მოქმედებაზე, რომელსაც ძნელია უწოდო სწორი და დროული, რკინის ღობეებზე და გადამყიდველებზე, რომლებმაც ბილეთები რვაჯერ უფრო ძვირად გაყიდეს.

დასაჯეს თუ არა ვინმე? უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მეგობრებო,იცოდით ამის შესახებ?ქართველი ჟურნალისტების მიერ ამაზე საუბარი არ მახსოვს.გთხოვთ გამოეხმაუროთ.
სოსო
10:05 05-04-2020
1
1954 წელს "ახალგაზრდა სტალინელი" გამოდიოდა?
moqalaqe
10:09 05-04-2020
2

სიახლეები პოპულარული