პორტალმა Football Italia-მ სერია A-ს აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში "მილანისა" და "ჯენოას" ყოფილი მცველი კახა კალაძე შეიყვანა და ასე დაახასიათა:
"საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის მებრძოლთაგან ერთ-ერთი დაუფასებელი იყო. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი იყო, თუმცა შესაძლოა, მისი ყველაზე დადებითი თვისება უნივერსალურობა გახლდათ, რომლის წყალობითაც ისეთ ფეხბურთელებთან კონკურენციაში, როგორებიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ და იაპ სტამი იყვნენ, 284 მატჩი ჩაატარა.
კალაძის ამ სიაში შეყვანა მისი ტროფეებითაცაა გამართლებული, ვინაიდან "როსონერისთან" ერთად ყველა დიდი ტურნირი მოიგო".
მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია - უდინეზე, ინტერი)
მცველები: კახა კალაძე (საქართველო - მილანი, ჯენოა), კრისტიან კივუ (რუმინეთი - რომა, ინტერი), სინიშა მიხაილოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი - რომა, სამპდორია, ლაციო, ინტერი)
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი (იუგოსლავია/ხორვატია - მილანი), დეიან სტანკოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი - ლაციო, ინტერი), ვლადიმირ იუგოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი - სამპდორია, იუვენტუსი, ლაციო, ინტერი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი - ლაციო, იუვენტუსი), დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია/მონტენეგრო - მილანი), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი - იუვენტუსი, რომა)
თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა - მილანი)