კახი კალაძე 23 ლეგენდას შორისაა, რომლებმაც მსოფლიო თასზე ვერ ითამაშეს

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა football.ua-მ გამოაქვეყნა 23 ლეგენდარული ფეხბურთელისაგან შემდგარი სია, რომელთაც მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშიათ და მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "მილანის" მცველი კახი კალაძე შეიყვანა.

აი, რას წერს საიტი ქართველი მცველის შესახებ:

"კახი კაალძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 83 მატჩი ჩაატარა, რაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ისტორიაში მეოთხე შედეგია. "როსონერის" რიგებში კალაძემ 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 1-ხელ სერია A, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, 1-ხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

კიევის "დინამოსთან" ერთად კალაძე უკრაინის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, თბილისის "დინამოსთან" ერთად კი
4-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ქვეყნის თასი.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ კახი კალაძე 4-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი."

კახის გარდა, აღნიშნულ 23 ფეხბურთელს შორის შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:


მეკარეები

ნევილ საუთჰოლი (უელსი)
ალენ გუამენე (კოტ დ'ივუარი)
იასი იასკილაინენი (ფინეთი)

მცველები

ავი კოენი (ისრაელი)
როჯერ მენდი (სენეგალი)
სამი ჰიიპია (ფინეთი)
ჰასან სალიჰამიდიჩი (ბოსნია)
იონ აარნე რიისე

ნახევარმცველები

ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია)
აბედი პელე (განა)
იარი ლიტმანენი(ფინეთი)
რაიან გიგზი (უელსი)
პატრიკ ბერგერი (ჩეხეთი)
ვლადიმირ შმიცერი (ჩეხეთი)
ხუან არანგო (ვენესუელა)
სეიდუ კეიტა (მალი)
ალეკსანდრ გელბი (ბელარუსი)

თავდამსხმელები

ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, კოლუმბია, ესპანეთი)
იან რაში (უელსი)
ჯორჯ ვეა (ლიბერია)
ეიდიორ გუდიონსენი (ისლანდია)
დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 38 /
ლეგენდა ფეხბურთელი, გერგილიანი ბიზნესმენი და აღმშენებელი მერი!
ნოდარი
06 ივნისი 2020 14:55
11
ასეთი შეთავაზება მაქვს. მოდით შევთანხმდეთ რომ მაგარი ფეხბურთელი იყო და უვარგისი პოლიტიკოსია. ლაიქებით და დისლაიწებით გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და ვნახოთ ეს აზრი საერთოა თუ არა.
ზაზა
06 ივნისი 2020 13:10
12
კარგი, მშრომელი და მიზანდასახული ფეხბურთელი იყო, ისე ამდენს ვერ მიაღწევდა. ლეგენდა მგონი ცოტა გადაჭარბებულია :)
ტიტულების მხრივ რათქმაუნდა კიდევ კაი ხანს ვერ დაეწევა ქართველი ფეხბურთელი :)
max
06 ივნისი 2020 12:24
0
რა სულელური აზროვნებააა ოზეკ? ლეგენდა და ავტოგოლი არ გინახავს? ბეკენბაუერი,მალდინი,ჩივაძე და კიდე უამრავს ჩამოგითვლი ვისაც ავტოგოლი აქვს გატანილი და მერე რა? ცოტა ტვინი გაანძრიე სანამ დაწერ.ან რა შუაშია სითი პარკი და ჭავჭავაძის გამზირი? აქ მის ფეხბურთელობაზეა საუბარი და არა პოლიტიკოსობაზე.ლეგენდაა აბა რააა.საოცარი მილანის ძირითადის ფეხბურთელი იყო
ზაზა
06 ივნისი 2020 09:42
9
ერთ თამაშში ორი გოლი საკუთარ კარში ძალიან ბევრი ხომ არ არის ჯიგარო! თან იტალიასთან მილანის "ვარსკვლავმა".
ozeki
06 ივნისი 2020 12:45
14
ანჩელოტის სტილში ჩდებოდა და ემაგაში გაუმართლა , პოზიციურ თამაშში თითქმის შეუცდომელი იყო, სისწრაფის და კრაიდან გამწცავების რა მოგახსენოთ. დარწმუნებული ვარ , რაიკაარდი ან კლოპი ვენგერი და მსგავსი სტილის მწვრთნელების შემთხვევაში , სათადარიგოშიც ვერ მოხდვდებოდა . ერთერთი კონკურენტი პანკარო ყავდა რომელმაც ამოაგდო კიდეც შემადგენლობიდან ბოლო წლებში, თან პანკარო არამილანური იყო უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებდა მეორე კრაიზე მყოფი კაფუს განსხვავებით , კალა ზევით არადიოდა , პრინციპში არციყო აუცილებლობა ,უსწრაფესი სერჟინიო ორი კაცის საქმეს აკეთებდა.
ემირ
06 ივნისი 2020 03:48
16
სწორი შეფასებაა, და ამ დისლაიკებს რატომ გიწერენ? თუ რამე განსხვავებული მოსაზრება აქვთ დაწერონ :)
max
06 ივნისი 2020 12:21
2
ფეხბურთში ფანი ვიყავი ამის მაგრამ, ახლა ამდენმა კორუფციამ და ფულების ჭამამ შემაზიზღა. ღოგორც ფეხბურთელი ძლიერი იყო სხვაგვარად მილანში ვერ იქნებოდა .
Emi
06 ივნისი 2020 03:39
12
ძლიერი რომ არ ყოფილიყო საკუთარ მეკარეს 2 გოლს როგორ გაუტანდა
აბა რა
06 ივნისი 2020 09:36
17
მანდ კი არის 23 კაცი დასახელებული მაგრამ კალაძე სათაურის გარდა ნახსენები არსად არის.
ნიკა
06 ივნისი 2020 01:56
11
კარგი იქნებოდა, ჯერ კითხვა და თვლა გესწავლა და შემდეგ გამოგეტანა დასკვნები, გარკვევით წერია, რომ კახის გარდა აღნიშნულ 23 ფეხბურთელს შორის მოხვდნენო: და ჩამოთვლილია 22 ფეხბურთელის გვარი, ასეთი რთულია ამის გააზრება?
"ობიექტური შემფასებელი"
06 ივნისი 2020 11:27
3
ტრაქტორში რო თამაშობ და მაგ დროს ნაკრებზეც რომ ფიქრობ, აი ზუსტად მაგ დროს უნდა მოგხვდეს სველი გაფრცქცვნილი წყლიანი წკეპლაა კოჭებში...! :D რომ შემდეგში ეგეთი რამ აღარ გაიფიქრო!!! :D
Vasili
06 ივნისი 2020 01:07
1
ლეგენდააა ჯოო, მა რა ჩემი ფეხებია?
კ ო მ ბ ლ ე
05 ივნისი 2020 23:43
8
იმ დონეზეაქ კალაძეს ნათამაშები კრიტიკისთვის ადგილიც არ დატოვა ნეტა მაგის ნახევარი
მაინც ეთამაშოს ყველა ქართველს.რა გუნდებში თამაშობენ დღეს ჩვენები როტორი და ტრაქტორი.ირტიში კვინტრიში.დდ
zaza
05 ივნისი 2020 23:41
3

სიახლეები პოპულარული