კახი კალაძე 23 ლეგენდას შორისაა, რომლებმაც მსოფლიო თასზე ვერ ითამაშეს

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა football.ua-მ გამოაქვეყნა 23 ლეგენდარული ფეხბურთელისაგან შემდგარი სია, რომელთაც მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშიათ და მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "მილანის" მცველი კახი კალაძე შეიყვანა.

აი, რას წერს საიტი ქართველი მცველის შესახებ:

"კახი კაალძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 83 მატჩი ჩაატარა, რაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ისტორიაში მეოთხე შედეგია. "როსონერის" რიგებში კალაძემ 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 1-ხელ სერია A, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, 1-ხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

კიევის "დინამოსთან" ერთად კალაძე უკრაინის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, თბილისის "დინამოსთან" ერთად კი
4-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ქვეყნის თასი.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ კახი კალაძე 4-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი."

კახის გარდა, აღნიშნულ 23 ფეხბურთელს შორის შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:


მეკარეები

ნევილ საუთჰოლი (უელსი)
ალენ გუამენე (კოტ დ'ივუარი)
იასი იასკილაინენი (ფინეთი)

მცველები

ავი კოენი (ისრაელი)
როჯერ მენდი (სენეგალი)
სამი ჰიიპია (ფინეთი)
ჰასან სალიჰამიდიჩი (ბოსნია)
იონ აარნე რიისე

ნახევარმცველები

ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია)
აბედი პელე (განა)
იარი ლიტმანენი(ფინეთი)
რაიან გიგზი (უელსი)
პატრიკ ბერგერი (ჩეხეთი)
ვლადიმირ შმიცერი (ჩეხეთი)
ხუან არანგო (ვენესუელა)
სეიდუ კეიტა (მალი)
ალეკსანდრ გელბი (ბელარუსი)

თავდამსხმელები

ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, კოლუმბია, ესპანეთი)
იან რაში (უელსი)
ჯორჯ ვეა (ლიბერია)
ეიდიორ გუდიონსენი (ისლანდია)
დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 38 /
კალაძეს!!!ეს გვარი ,ნებისმიერმა ფეხბურთის მოყვარულმა იცის, მთელს მსოფლიოში!ლეგენდაა რათქმაუნდა,ქართველი ლეგენდაა!
დევკალიონი
05 ივნისი 2020 23:40
12
ავტოგოლა და ლეგენდა?!
ოზეკი
05 ივნისი 2020 22:20
51
ამ საიტზე მხოლოდ ფეხბურთის თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ კახა, მე რა რომ ის პოლიტიკოსია? კახა იყო ლეგენდა, აბა მითხარით ბევრია ვინც 2 ჯერ ლიგა მოიგო თუნდაც ევრიპელი ფეხბურთელები, აღარ ვლაპარაკობ ქართველ ფეხბურთელებზე. მშვენიერი და სახელოვან შემადგენლობაში დაუსახელებიათ კახა. დრო გავა პოლიტიკიდან წავა და მერე უფრო დავაფასებთ მას. ისე მეც არ მომწონს როგორც პოლირიკოსი, მარა ასეთი ფეხბურთელი კაი ხანი აღარ დაგვესიზმრება რომ უყურებ რა გუნდებში არიან ჩვენები.
G.LA
05 ივნისი 2020 22:02
6
ერთი კითხეთ "ლეგენდას" ან დედა ენას პარკს რას ერჩოდა რომ დაანგრია , ან სითი პარკს (2 წელიწადში მერიამ რაც სითი პარკი გააგდო, 15 მილიონი ლარიც გადაუხადა ჩვენი ფული, არცერთო პარკინგის ადგილი არ დაამატა, და მეტ ჯარიმებსაც ახდევნებს მძღოლებს ვიდრე სითი პარკი) ან ჭავჭავაძის გამზირის თხრას როდის დაამთავრებს...გადავედით ჭკუიდან....ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს
ქართველი ადამიანი
05 ივნისი 2020 21:54
36
ლეგენდა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.
გიგა
05 ივნისი 2020 19:55
37

სიახლეები პოპულარული