კახი კალაძე 23 ლეგენდას შორისაა, რომლებმაც მსოფლიო თასზე ვერ ითამაშეს

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა football.ua-მ გამოაქვეყნა 23 ლეგენდარული ფეხბურთელისაგან შემდგარი სია, რომელთაც მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშიათ და მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "მილანის" მცველი კახი კალაძე შეიყვანა.

აი, რას წერს საიტი ქართველი მცველის შესახებ:

"კახი კაალძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 83 მატჩი ჩაატარა, რაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ისტორიაში მეოთხე შედეგია. "როსონერის" რიგებში კალაძემ 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 1-ხელ სერია A, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, 1-ხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

კიევის "დინამოსთან" ერთად კალაძე უკრაინის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, თბილისის "დინამოსთან" ერთად კი
4-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ქვეყნის თასი.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ კახი კალაძე 4-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი."

კახის გარდა, აღნიშნულ 23 ფეხბურთელს შორის შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:


მეკარეები

ნევილ საუთჰოლი (უელსი)
ალენ გუამენე (კოტ დ'ივუარი)
იასი იასკილაინენი (ფინეთი)

მცველები

ავი კოენი (ისრაელი)
როჯერ მენდი (სენეგალი)
სამი ჰიიპია (ფინეთი)
ჰასან სალიჰამიდიჩი (ბოსნია)
იონ აარნე რიისე

ნახევარმცველები

ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია)
აბედი პელე (განა)
იარი ლიტმანენი(ფინეთი)
რაიან გიგზი (უელსი)
პატრიკ ბერგერი (ჩეხეთი)
ვლადიმირ შმიცერი (ჩეხეთი)
ხუან არანგო (ვენესუელა)
სეიდუ კეიტა (მალი)
ალეკსანდრ გელბი (ბელარუსი)

თავდამსხმელები

ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, კოლუმბია, ესპანეთი)
იან რაში (უელსი)
ჯორჯ ვეა (ლიბერია)
ეიდიორ გუდიონსენი (ისლანდია)
დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 38 /
სად იკო დზველ დინამოჰი კალადზის ადგილი საერტოდ კალადზე არასდროს კოპილა საჰუალო დონის პეხბურტელიც კი ხინჰაგაჰვილის ჰრდილიც არაა კალადზე ჰივადზეზე საუბარიც ზედმეტია
lekso kutaisi
06 ივნისი 2020 18:05
15
კაი ჰემო დზმაო :)))
Ziqenbud
06 ივნისი 2020 23:07
2
ლეგენდა ფეხბურთელი, გერგილიანი ბიზნესმენი და აღმშენებელი მერი!
ნოდარი
06 ივნისი 2020 14:55
11
საინტერესოა ნაკრებში ოფიციალურ თამაშში ვინმეს ორი ავტოგოლი თუ აქვს გატანილი.
ლეგენდამდე ცოტა უკლია
06 ივნისი 2020 23:42
14
სასაცილო სულის ადამიანი ხართ ბატონო. ბოდიში მაგრამ მოდებაში არ ხართ ფეხბურთის და აკომენტარებთ. მსოფლიოს ჩემპიონატს მაინც რომ უყურებდეთ სხვა თუ არაფერი,გეცოდინებოდათ რომ გაუტანიათ 2 გოლი საკუთარ კარში.მაგრამ თქვენ ფეხბურთი რაში გაინტერრსებთ, ჯერ საკუთარ ბოღმას მოერიეთ
:-)
07 ივნისი 2020 16:04
2
სად წერია კალაძის გვარი ამ ჩამონათვალში? არ წერია კალაძე
Givi
06 ივნისი 2020 16:37
7
Rais fexburtelia erti sakutarnakrebs rom arwagebul matchshi yvelafers wyalshi chauyri da sakutarkarshi sheyri or ulamazes gols egaa fexburteli da egaa saertod adamiani da egaa egaaaa???? Egec da misi maqebrebic ertidonis fexburtelebi da patriotebixart. Rom gaidzaxit kide sxva qveyanam agiara qartvelio datqven ragchirt bogmianeboo mag sxva qveyanam mishac agiara da xelisuflebis erterti shtoc chaabara mravalgzis magram aqedan ki kiodit arqnao tu isararis qArtveli?? Arc dzmagauyidia sasikvdilod da arc sakutarqveynis karshi sheugdia avtogoli da mojeqit exla bidzinas dakrulze tqve vanieboo.
Vai tqvens patrons qoceto
13 ნოემბერი 2020 18:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული