იტალიური Sky Sports-ი სტატიას აქვეყნებს იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებსაც მსგავსი სტილის გამო მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მარადონას ადარებდნენ და ერთ-ერთ ასეთ ფეხბურთელად გიორგი ქინქლაძეს ასახელებს.
აი, რას წერს საიტი ქართველის შესახებ:
"გიორგი ქინქლაძე - კავკასიის მარადონა. ამ მეტსახელის შერქმევის მიზეზი მისი საოცარი დრიბლინგი იყო, რომლის წყალობითაც ის "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივართა კერპად იქცა.
ქინქლაძის კარიერით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ "სიტის" დონეზე არ უთამაშია. ის ისეთ კლუბებში გამოდიოდა, როგორებიც "ბოკა ხუნიორსი" და ამსტერდამის "აიაქსი" გახლავთ.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ტალანტი ბოლომდე ვერასდროს რეალიზდა, ძალიან
ბევრი ადამიანია, რომლებიც გეტყვიან, რომ ქართველი უდიდესი ნიჭით იყო დაჯილდოებული."
გიორგი ქინქლაძე: "მანჩესტერ სიტის" აკადემიის საქართველოში გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
"ლომასი და ქინქლაძე" - ნევილმა და კარაგერმა "სიტის" ლეგენდებს დასცინეს [VIDEO]
GIORGI KINKLADZE, il Maradona del Caucaso. A valergli l'appellativo fu l'eccellente capacità nel dribbling, caratteristica che lo rese un idolo anche tra i fan del City. Ma la discreta carriera costruita dal georgiano lo vide protagonista anche in altri top club come Boca Juniors e Ajax. Le sue qualità, tuttavia, non emersero mai del tutto ma c'è chi giura che avesse un talento fuori dal comune
ქინქლაძე როგორ შეიძლება მარადონას რაიმეთი შეადარო საერთოდ.
ბოლოს ყაზანის რუბინის და ანორთოსისის დონეზე დაეშვა და იქაც დიდი ვერაფერი თავი ვერ გამოიჩინა.
ვარჯიში და თავის დატვირთვა ამას არ უყვარდა. დისციპლინა ეკიდა. მოედანზე არ დარბოდა. აბა რაღა ფეხბურთელია.
ჯანო ანანიძე მიყვება ეხლა მაგის კვალს „წარმატებულად“.
მჭედლიძეც.
კიდევ სხვა ბევრმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა დაიღუპა თავია „ქართველობით“.
სანდრო იაშვილი გახსოვთ? სუპერნიჭის მქონე თავდამსხმელი. შოთა არველაძე უნდა შეეცვალა და მთავარი მოთამაშე უნდა გამხდარიყო ნაკრებში, მაგრამ გადაყვა მაიმუნობას და დღეს არის ხელცარიელი.შვეიცარიის სუსტი გუნდიდადანაც კი ერთ წელიწადში გამოაგდეს. ბოლოს ბოლნისის სიონში დაჩანჩალევბდა უაზროდ. გაანიავა ასეთი ნიჭი.
ქართული მიდგომით ძლიერი ფეხბურთელი ვერ გამოხვალ. ნიჭი არ კმარა.