ზლატანი, ქინქლაძე, არტეტა - შოთა არველაძემ საუკეთესო 11-ეული დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ საუკეთესო 11-ეული იმ ფეხბურთელებიდან დაასახელა, რომლებთან ერთადაც კარიერის მანძილზე მოუწია თამაში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ 11-ეულში მხოლოდ 1 ფეხბურთელი მოხვდა საქართველოს ნაკრებიდან, 1 - გლაზგოს "რეინჯერსიდან" და დანარჩენი ყველა კი ამსტერდამის "აიაქსიდან" არის (მათ შორის, გიორგი ქინქლაძეც).

11-ეული კი ასე გამოიყურება: ედვინ ვან დერ სარი, კრისტიან კივუ, ფრანკ დე ბური, დენი ბლინდი, მიკელ არტეტა, გიორგი ქინქლაძე, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ დე ბური, იარი ლიტმანენი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ბრაიან ლაუდრუპი.

კარიერის მანძილზე შოთა არველაძემ 486 მატჩი გამართა
და 347 გოლი გაიტანა. ამჟამად არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელია.

მომზადებულია voetbalprimeur.nl-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ შოთას სამწვრთნელო შეხედულებებია, მაგრამ მე როგორც მახსოვს ქინქლაძე მაგ პოზიციაზე ვერ ქაჩავდა თუმცა თუ გვარდიოლას დაუჯერებს შეიძლება გაქაჩოს.
ddgfdf
19:29 27-06-2020
0

სიახლეები პოპულარული