არველაძე: მუცელში სისხლდენა დამეწყო, სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე შოთა არველაძემ Matchtv-სთან საუბრისას დუბლინში მომხდარი ისტორია გაიხსენა, როცა სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

"იმ შეხვედრაში ანგარიშით 0:2 დავმარცხდით და მატჩის შემდეგ კინაღამ მოვკვდი. ძალიან ბევრი "ვოლტარენი" დავლიე. თავბრუსხვევა დამეწყო, გული საშინლად ძლიერად მიცემდა.

მეგონა, რომ იაშვილის მსგავსად, თამაშის წინ მოვიწამლე და უბრალოდ, ბევრ წყალს ვსვამდი, თუმცა უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. მუცელში სისხლდენა დამეწყო და სისხლს ვაღებინებდი.

ჩვენთან ერთად მოსკოველი ბიზნესმენი ანზორ კიკალიშვილი იყო და მან მითხრა, რომ ჩემი სასწრაფოდ დუბლინის
კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო, სადაც, საერთო ჯამში, 4 დღე დავყავი.

მადლობა ღმერთს, რომ თბილისში ეროვნულ გუნდთან ერთად არ გავფრინდი, თორემ არავინ იცის, რა დამემართებოდა", - განაცხადა შოთა არველაძემ.

აღნიშნული მატჩი ზუსტად 17 წლის წინ, 2003 წლის 11 ივნისს გაიმართა და მასპინძელთა რიგებში გოლები დოერთიმ და რობი კინმა გაიტანეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
34 წლის ასაკში,იშვიათი შემთხვევაა თავდასხმელმა გაიტანოს ლამაზი გოლი! ჩემის აზრით შოთა არველაძე საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელია! ორმოცდახუთ წელზე მეტია ფეხბურთს ვქომაგობ,ყველა გამოჩენილი ქართველი თავდამსხმელის პატივისცემით-შოთა ნომერ პირველია!
ბევრი ალბათ იტყვის,რომ საბჭოთა კავშირის დროს უფრო მეტი ძლიერი თავდასხმელები გვყავდა.ჩემის აზრით ფეხბურთელი,რომელიც მხოლოდ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში გამოიჩენდა თავს,ხაზგასმით ავღნიშნავ,რომ მას საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშისას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე საერთოდ არაფრისთვის მიუღწევია,თუნდაც თვითონ პირადად ბევრი არაფერი გაუკეთებია,ამ ფეხბურთელების ქება-დიდება და მათი ლამის მსოფლიოში ფეხბურთის ვარსკვლავებად გამოცხადება არასწორად მიმაჩნია!
აბა დავფიქრდეთ-შოთა არველაძეზე თამაშით უკეთესი თავდასხმელები ხომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები იყვნენ!
....
12:27 13-06-2020
0
გამარჯობა! მე სოხუმიდან ვწერ ამ წერილს, მეამაყება შოთა მეამაყება მისი კარიერა და მეამაყება რომ ქართველია! იმედი მაქვს მალე სოხუმის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ნაკრების თამაშსაც ვიხლავთ ერთად ქართველები და აფხაზები. მათაც იციან, რომ აფხაზეთი საქართველოა და სულ მალე, დადგება ის დრო როცა საზღვარი აღარ იარსებებს! მე ბელორუსთან თამაშზე ჩამოვიყვან თბილისში ცემს აფხაზ მეგობრებს და ვანახებ თავიანთი თვალით, თუ რასნიშნავს ერთობა ქართველობა სავსე დინამო არენა და ქვეყნის სიყვარული. ჩვენი მალე ერთად ვიცხოვრებთ. მოკითხვა სოხუმიდან, ჩემს ქათველებს!
suxumski
12:49 12-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული