თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორის მოხვდა

AutoSharing Option
გუშინ, 22 ივლისს სლოვენიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "სელიემ" საკუთარ მოედანზე "ოლიმპია" მიიღო, სასურველ ფრეს მიაღია და ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რისი წყალობითაც თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორის იქნება.

საქართველოს ჩემპიონს 4,750 ევროქულა აქვს, "სელიეს" კი მხოლოდ 2,600, რაც თბილისის "დინამოს" განთესილს ხდის და მეორე ეტაპზე გასვლის გაცილებით დიდი შანსს აძლევს.

განთესილთა შორის იქნებიან ისეთი კლუბები, როგორებიცა "ასტანა", "სელტიკი", "ლუდოგორეცი", ვარშავის "ლეგია", "ცრვენა ზვეზდა", "ყარაბაღი", "მიოლდე" და სხვა.

ხოლო, თბილისის "დინამოს" მეტოქე კი შედარებით სუსტი გუნდები იქნებიან. საქართველოს
ჩემპიონის სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი ბელარუსის ჩემპიონი ბრესტის "დინამო" და შვედეთის ალსვანსკას პირველადგილოსანი "დიურგარდენი" არიან. "არარატ-არმენიაც" დინამოელთა სავარაუდო მეტოქეთა შორისაა.

მოგეხსენებათ, წელს საკვალიფიკაციო ეტაპი განსხვავებული ფორმატით წარიმართება და წყვილში გამარჯვებულს 1-მატჩიანი დაპირისპირება გამოავლენს. კენჭისყრა კი აგვისტოში გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 22 /
ნუ აწვალებთ
შოკირებული გულშემატკივარი
02:30 24-07-2020
3
ორ სიტყვიანი ანიგდოტი "ქართული ფეხბურთი"
ოღონდაცა რაააააააა??????
00:27 24-07-2020
6

სიახლეები პოპულარული