ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ლეგანდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ბელარუსული "პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერიუში თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ უსამართლობაზე ისაუბრა.

- ეს თქვენს ცხოვრებაში უსამართლობის პირველი შემთხვევა იყო?
- ამ სიტუაციას უსამართლობას ვერ ვუწოდებდი. მწვრთნელმა მაინც შემიყვანა ნაკრებში, ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მაშინ სათადარიგოთა შორის რომ დავრჩენილიყავი...

საწყენი შემდგომ იყო. 1981 წლის სექტემბერში თბილისის "დინამო", როგორც ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, მადრიდის ტურნირზე მიიწვიეს. იქ, "რეალის" გარდა, მონაწილეობა "ბაიერნმა" და "ალკმაარმა" მიიღეს. იქ საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი.

შემდეგ კი აპრილი დადგა და ბესკოვმა და ლობანოვსკიმ ნაკრებში არც
მე მიხმეს და არც ყიფიანს. შესაბამისად, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით. ახლა წყენით არ ვლაპარაკობ, მაგრამ ლეონიდ ბურიაკი იქ მოტეხილი ფეხით წავიდა. როდესაც ნაკრები ესპანეთში ჩაფრინდა, მის დასახვედრად მისულ ჟურნალისტებს ძალიან გაუკვირდათ, რომ შემადგენლობაში არც მე ვიყავი და არც დავითი - ეს ესპანეთში ერთი წლის წინ მოწყობილი ფურორის შემდეგ. მაშინ ბესკოვს უთხრეს: "რადგან გუცაევისა და ყიფიანისათვის არ მოიძებნა ადგილი, ეტყობა, ძალიან ძლიერი გუნდი გყავთ".

თქვენ გახსოვთ, როგორ გამოვიდა იმ პირველობაზე საბჭოთა ნაკრები. ასე რომ, ეს ყველაზე დიდი უსამართლობა იყო, რომელმაც კვალი მთელ ჩემს ცხოვრებაზე დატოვა. არა მარტო ჩემს, არამედ ყველა ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში. თუ თბილისში ჩამოხვალთ და ამ თემაზე განსჯას დაიწყებთ, თანამოსაუბრეები ფურთხებას და უცენზურო სიტყვების წარმოთქმას დაიწყებენ.

- მაგრამ მაშინ სამწვრთნელო შტაბში თქვენი "დინამოს" თავკაცი ნოდარ ახალკაცი შედიოდა...
- ის არც საწვრთნელ პროცესში და არც შემადგენლობის არჩევაში არ ერეოდა. ყველაფერს ბესკოვი და ლობანოვსკი წყვეტდნენ. ლობანოვსკის პროგრამებს იყენებდნენ, ხოლო ვარჯიშებს ბესკოვი ატარებდა. მას გენადი ლოგოფეტი და ვლადიმირ ფედოტოვი ეხმარებოდნენ.

- აბა, ახალკაცი რატომ იყო ნაკრებში?
- მაშინ ყველაფერს პარტიის ცენტრალური კომიტეტი წყვეტდა. ისინი მრავალ სისულელეს სჩადიოდნენ. ერთდროულად სამი მთავარი მწვრთნელის დანიშვნაც ამ კატეგორიიდანაა. ყველა ფეხბურთელი, თვით საშუალო დონისა, დაგიდასტურებთ, რომ თუნდაც ორი ერთნაირი მთავარი მწვრთნელის ყოფნა გუნდში არ შეიძლება. ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში შეიძლებოდა მომხდარიყო.

მკითხველის კომენტარები / 16 /

ვოვა და დათო იმხანად მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ!
ჰოდა...
დიდი, უდიდესი მოკითხვა რუსეთის იმპერიის მოყვარულ ჩემ თანამემამულეებს!
ILIA
22:57 28-07-2020
5
მიუხედავად იმისა, რომ დარასელია კარგი ფეხბურთელი იყო, მე მაინც ყიფიანს წავიყვანდი,(თუ მაინცდამაინც ბევრი ქართველი ფეხბურთელის წაყვანის პრობლემა იყო) დავითი მაინც სხვა განზომილება იყო... და ვოვა გუცაევი და რამაზ შენგელია რას იზამდნენ თავდასხმაში, ხომ წარმომიდგენია, ჰოდა ეს უნდოდათ რუსებს, ქართველების კიდევ ერთი ბრწყინვალე ბენეფისი? არ უნდოდათ და იმიტომაც არ წაიყვანეს...რუსულმა შოვინიზმა გადაწონა 1982 წლის ჩემპიონატზე რომელიმე საპრიზო ადგილის აღების, სურვილის, მცდელობა, იმედი, პროგრამა, რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ სულ ასე აკეთებდნენ ყველა დიდ ქართველ ფეხბურთელთან მიმართებაში...
თენგო
09:06 29-07-2020
2

სიახლეები პოპულარული