დღეს, 10 აგვისტოს, უეფას შტაბბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა.
თბილისის "ლოკომოტივი" (სატრანსფერო ფასი 4,3 მლნ ევრო) საქართველოში უმასპინძლებს რუმინულ "კრაიოვას უნივერსიტეტს" (სატრანსფერო ფასი 24,25 მლნ ევრო).
თბილისის "საბურთალო" (სატრასნფერო ფასი 4,45 მლნ ევრო) გასვლაზე დაუპირისპირდება ლიმასოლის "აპოლონს" (სატრანსფერო ფასი 11,28 მლნ ევრო).
ბათუმის "დინამო" (სატრანსფერო ფასი 5,28 მლნ ევრო) სტუმრად შეხვდება ებრაულ "აპოელ ბეერ შევას" (სატრასნფერო ფასი 9 მლნ ევრო).
სამივე მატჩი 27 აგვისტოს, მაყურებელთა გარეშე ჩაივლის.
ბათუმის შანსი არის 50-50 ზე და მჯერა ამათ შეუსრულებს ბათუმი.
აპოლონ ლიმასოლი საკმაოდ ძლიერი გუნდი მგონია ამ სამეულიდან რაც ამოვიდა.
უნივერსიტატეა კი არც სტიაუაა და არც ჩფრ კლუჟი .
წარმატებები ყველა ქართულ გუნდს.