პირველი ტაიმის შემდეგ "დინამო" "ტირანასთან" მარცხდება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის ჩემპიონ "ტირანას" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს კარგად. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი
შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 47 /
სამარცხვინო პირველი ტაიმი, ჯოგია გუნდი კი არა!!;
zaza
21:55 19-08-2020
2
ეს ლოჩოშვილი ვინმეს ნათესავია თუ რატო ჰყავთ ამდენი ხანია გუნდში და ნაკრებში ვერ გამიგია მაგი ნორმალური თამაშით კი არ მახსოვს
გიო
21:54 19-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული