თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
ითვალეთ ახა პრემიები!!
ანტონ პეხნიჩეკი
19 აგვისტო 2020 23:05
0
აცვანდარა ფიფია,ჩხეტიანი,კვასხვაძე, ესენია პირველი გასაყრელები....დინამო რო გუნდი არაა თელავთან გამოჩნდა,მსაჯების დახმარებით რო წაიღეს ქულა
ვაი თქვენ პატრონს
19 აგვისტო 2020 23:05
1
ქება და დიდება ჩხეტიანს და მის არწივებს გვასახელეს კიდევ ერთხელ, სოფლებში ბევრად კარგი დონის გუნდებია ხოლმე ვიდრე დღევანდელი დინამო. ფიფია ხომ ცალკე ფენომენია, კაცმა იმის მაგივრად ჩემპიონი გუნდი გაეძლიერებინა დაასუსტა და ფაქტიურად ნახევარი ტორპედო მოიყვანა საჩემპიონთალიგოდ გუნდში. შედეგიც სახეზეა, სანამ ეს კაცი არ დატოვებს დინამოს მანამდე არაფერი გვეშველება!!!
Lado
19 აგვისტო 2020 23:04
0
10 წუთი ვუყურე და გული ამერია იმენნა.. მეტი ვერ გავძელი
ბაჩო
19 აგვისტო 2020 23:24
0
ბოლომდე ვუყურე და რეანიმაციიდან ეხლა გამომიყვანეს გადასხმებს მიკეთებენ
Gia
19 აგვისტო 2020 23:45
0
"დინამოს" ფიფიას ხელში დიაგნოზი დიდი ხანია დასმული აქვს, კაცს ამდენი წელია არაფერი გაუკეთებია გუნდის გასავითარებლად და ვინმეს რატომ ეგონა რომ მაინდამაინც წელს შეიცვლებოდა რაიმე? იმ ანეგდოტის არ იყოს გავსინჯე და მართლა მძ...ი არ ყოფილაო.
ირაკლი
19 აგვისტო 2020 23:04
0
დავით თარგამაძე რომ გყოლოდათ გუნდში არ გამოვარდებოდით.
Giorgi kakaladze
19 აგვისტო 2020 23:20
12
რაში გადაიყარა ჩვენი 250 მილიონი?! ესაა პროგრესი? ვაი ჩვენს პატრონს-კობის და კალას რა ენაღვლება, დააძღეს საძმაკაცო.
1234
19 აგვისტო 2020 23:57
3
ყველაზე ცუდი ისაა აქ, რომ ამ ვითომ ფეხბურთელებს, ხელფასის ნაწილს ხალხის ფულით უხდიან, საწყენია ძააან. სოციალურად დაუცვლები არიან? რატო ვეხმარებით??!!
ხალხი
20 აგვისტო 2020 00:00
1
ფსკერი
მერაბ 1970
19 აგვისტო 2020 23:25
0
ვფიქრობ, რომ ფიფიამ გულშემატკივარს უნდა აუხსნას რა ხდება, ასეთი უმწეო რატომაა გუნდი. რატომ არ მოყავთ ორი-სამი კვალიფიციური მოთამაშე. დინამო მარტო ფიფიასი არაა. ტირანასთან მარცხის გამო ჩხეტიანი უნდა წავიდეს!! სასწრაფოდ!!ფიფიამ კი გადადგას ქმედითი ნაბიჯები ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად. ბუღრიძეები, ლოჩოშვილები და კაპანაძეები და მისთანები დინამოსთვის შეუფერებელია.
გიორგი
19 აგვისტო 2020 23:04
1
დამარცხდა კიდევ ღირსეული მდგომარეობაა!!!! ჩა ი...ვა!!!!
!!!!
19 აგვისტო 2020 23:02
0

სიახლეები პოპულარული