კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
არავითარი აზრი არ აქვს ახლა ამ ბოდიშს, ესეც მოძველდა უკვე... კი ბატონო, მჯერა, რომ თქვენც არანაკლებ განიცდით მომხდარს და წუხართ, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება ერთსადაიმავე ადგილზე ცხვირის წამტვრევა? რატომ არ აღიარებთ, რომ გაუმართლებლობა და ვინმეს ფორმაში არყოფნა, ან სხვა პოზიციაზე თამაში კი არა, მთავარი პრობლემა არაპროფესიონალიზმია! ფეხბურთელები რომ სამ პასს ვერ აკეთებენ გადაბმულად და ერთ სტანდარტულს ვერ ასრულებენ ნორმალურად მთელ მატჩში, ეს გაუმართლებლობის კი არა, საქმის არცოდნის და დაბალი კვალიფიკაციის შედეგია. ვთქვათდა გაგვმართლებოდა მართლა და გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე, მერე ჯგუფში მოსახვედრად ვიბრძოლებდით ამ გუნდით და ამ ხარისხით?! არ ვიცი, როგორ იწვრთნებიან ევროპაში ფეხბურთელები და რატომ არ გამოგვდის ჩვენ, ახლა ხომ ბაზებიც ნორმალური გვაქვს და სტადიონებსაც არა უშავს? არ მესმის ამ დინამოსნაირი გუნდის მესვეური, რატომ უნდა თვლიდეს, რომ ეს საშუალო დონის გუნდი მაინცაა და ამ ფეხბურთით შეიძლება რამე შედეგის მიღწევა. ან როგორ შეიძლება ეს გუნდი იყოს რომელიმე ქვეყნის ჩემპიონი?
ნატანჯი
20 აგვისტო 2020 12:20
0
ჩემპიონი ვინც გახადა ისმწვრთნელი გაუშვეს.. მეკარე გაუშვეს.. დაცვის ცენტრში მთავარი ვინციყო გაუშვეს.. ნახევარდაცვაში ნინუა გაუშვეს.. ფორვარდი კუტალია გაუშვეს. ეგიყო გუნდი დღეს ნახირია დამთავარი მენახირე მწვრთნელია და ყველაზე დიდი მენახირე სპორტული დირექტორი
გიოდინამო1
20 აგვისტო 2020 15:13
1
რასაც ესენი „თამაშობენ“რაღაც სხვა სახეობაა ,არ არის ეს ფეხბურთი,და საქართველოში აღარ არის ფეხბურთი,მაგრამ არ გვინდა ამის გაგება,შეგუება,ეს კარგია მაგრამ ამათ ხელში უარესი იქნება, მეტი რაღა შეიძლება მარა მაინც, თვითონ თავისი ნათესავებიც რომ აღარ უყრებენ და აღარ დაინტერესებდებიან ამ საცოდაობით!!!
zesta.
20 აგვისტო 2020 07:21
0
დინამოს თამაშის ხარისხი საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც კი არადამაკმაყოფილებელი და დაბალი დონის იყოო და მწვრთნელს და ხელმძღვანელობას უნდა მიეღო ზომები ამის გამოსასწორებლად და მოეყვანათ ფეხბურთელები ამ რესურსით არანაირი შანსი არ ქონდა დინამოს ლიგაზე თუმცა მე პირადად ტირანას დონის კლუბთან ასეთ საშინელ უაზრო და ცუდ თამაშს არანაირად არ ველოდი ეს უკვე ფსკერია
გიო
20 აგვისტო 2020 03:06
0
ბოდიში თუ გინდა მოხვიე შენს მოყვანილ ჯოგს ხელი და მიბრძანდით დინამოდან! აი მაშინ ვიგრძნობ რომ სინდისი გქონია! დოლიძესქც ეხება!
გიო
20 აგვისტო 2020 00:31
3
არა ბატონო! არ შველის ამას ბოდიში! დღევანდელით ხომ მოსცხე ჩირქის ერთი დიდი გროვა ქართულ ფეხბურთს და დინამოს ისტორიას და სამომავლოდაც ჩაწერე სამარცხვინო ფურცელი, რომელსაც ვერაფერი წაშლის! არაა ბიძიკო ეს ასე! დინამოს ისტორიას წლები ქმნიდნენ გმირები და თქვენ - თუ ვერ ინარჩუნებთ, თუ გასამასხარავებლად და მის გასაბანძებლად ბრძანდებით აქ უნდა წაბრძანდეთ! სად არიან მართლა ვეტერანები, გულშემატკივრები, რატომ გაბედნიებენ ამდენს ან თქვენ ბატონო რომან! ეს თქვენი ბიზნესი არაა მხოლოდ თქვენი პირადი მოგება წაგების ბუღალტერია - ეს ჩვენი ქვეყნის და დინამოს სახეა, რომელსაც ლახავთ და აბუჩად იგდებთ!
ვაჟა
20 აგვისტო 2020 14:58
1
ვეტერანები ხმის ამომღები არ არიან. ფიფიამ თავი მოუქონა ყველას
გენა
20 აგვისტო 2020 15:37
0
ფიფიას პოლიტიკაა ფეხბურთელის გაზრდა და გაყიდვა. დინამოს პოლიტიკა კი შედეგი უნდა იყოს. ფიფია უნდა ჩამოშორდეს დინამოს. ეს კლუბი მას თავისი ბიზნეს კომპანია ხომ არ გონია.
გენა
20 აგვისტო 2020 13:44
1
სანამ გუნდში ფიფია იქნება დინამო ესე იბუქსავებს ერთ ადგილზე ფიფიას ფულებზე ეკეტება კალიოჩე... ჟურნალისტებოო თქვენუნდააა იაქტიუროთ ყოველ წელს რო ერთი დაიგივე ტრიალებსს ან თქვენ მაინც არდაიღალეთ თქვე დალოცვილებოოო ერთ დონე ზე ვდგავართ 2000 წლიდანნ მოყოლებული..არანაირიი ჟილკა არანაირიი პერსპექტივა მეკარე და მცველები ვინც კაი ყავდათ და გახადეს ჩემპიონი გაუშვეს და ვინები მოიყვანესს ფუფფფფ იმენა მეცხვენიააა ესეთი თბილისის დინამოსიი უკრაინელთან ერთად ვუყურე და ტიპმა ესეთი გუნდიი ჩვენ მესამე ლიგის ბოლო ადგილოსანიი არიქნებაოო მუგამზე ვათამაშებდი ერთმანეთსოოო ზალიანნ დაბალიი დონე ვართ გვარცხვენს მუდამ ფიფიაა.. წადიიი ფიფიააა წადიიიიიი.....
F.a.k.k fifiaa
20 აგვისტო 2020 02:32
1
კაია ჩხეტი ეს ბოდიში გეყოფა მომვალ ამ დრომდე მერე კიდე ერთი ბოდიში და კი წახვალ მთავარია ის ძარღვი არ შეერთდეს შუბლზე როა თორემ შეგრცხვება და გაწითლდები.
სამტრედიის სოფლიდან
19 აგვისტო 2020 23:56
0
ამოგვივიდა ყელში ყველას თქვენი ბტყელი სიტყვები, როდესმე ხომ უნდა გვეღირსოს ასეთ გუნდებთან ნორმალური თამაში, დაახვიეთ ყველამ ფიფიას თამადობით. შუა ზაფხულში ფეხბურთელებს ყიდით და ვიღაც სირები მოგყავთ, მოგიტყანთ სელექცია
დინამოს ფანი
20 აგვისტო 2020 20:25
0
Yvelaperi winaaa
Piit
21 აგვისტო 2020 20:58
0
ჯობია დინამო სამოყვარულო გუნდად გადაკეთდეს. ფიფიამ კი პოლიტიკური პარტია შექმნას და დაარქვას ''ცრუდაპირებები''. ჩხეტია კი მონასტერში წავიდეს. ვაი თქვენ და უი თქვენ>
პრაგმატიზმი
20 აგვისტო 2020 07:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული