კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
არადა კომენტატორები ხო სხლავენ,ტირანა დამარხეს და დასამარხი თვიტონ ყოფილან თურმე დდდდდ
555
20 აგვისტო 2020 09:18
1
100%! ეს სანდრო ცნობილაძე (გუშინ არ იყო, ვიცი), ხომ გლიჯავს. ის ისტორია შავკანიან ქართველზე მოძველDა, გასაგებია. ესპანეთის თამაშს უკეთებს კომენტარს. იმ მატჩის გარდა კიდევ 2 ტურია. მთელი პირველი ტაიმი ამტკიცებს, რომ თუ სევილია წააგებს, მაშინ ვილიარეალი დაეწევა, თუ ორივეს მოიგებსო. იმ წუთისთვის ვილიას ნათამაშები აქვს უკვე (წინა დღეს), 7 (შვიდი) ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილიც გარანტირებული აქვს უკვე სევილიას. თან ამ სანდრომ მეორეც აიყოლია და ერთი 10ჯერ მაინც ამაზე ლაპარაკობდნენ. ვერ მოვითმინე, შესვენებაზე თუ რამე ტელეფონი ვიცოდი სილკნეტის ყველგან დავრეკე. იმიტომ რომ პატივს ვცემ სილკნეტს, ძალიან გვანებივრებენ სპორტული გადაცემებით და ასეთი სულელური კომენტები არცხვენს მათ. ამიტომ! შენც არ მომიკვდე - იგივე გააგრძელეს. ალბათ 2 დღის წინანდელი ცხრილი ედოთ წინ. ასეთი კომენტატორები, ასეთი ფეხბურთელები! ეეეეჰ
alexandre
20 აგვისტო 2020 11:28
0
სადღაა საქართველოში მწვრთნელები???და ფეხბურთიც კარგა ხანია მოკვდა, მაგრამ ჩვენ ამის დაჯერება არ გვინდა...დინამო კი მხოლოდ სახელი დარჩა ჩვენდა სამწუხაროდ.ფედერაციას კი სულ კიდია რა ხდება, მთავარია ფული ხალხის ფული გადაინაწილონ.ასეთია მოზამბიკის (საქართველოს)-თანა ქვეყნების ხვედრი.
Maximus
20 აგვისტო 2020 11:09
1
აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, აი ჩხეტიანმა კი ქუდი უნდა დაიხუროს და კვასხაძესთან ერთად კარი გაიხუროს, რის ბოდიში რა ბოდიში.
ისე ევროპაში ღიპიანი მწვრთნელი ნუთუ მეტეს წარმატებული არ მინახია, განა საჭმელი (ხინკალი) აკლიათ უბრალოდ ყველა თამაში გულთან მიაქვთ და ამ დროს რამდენი ხინკალიც არ უნდა ყლაპონ არ ღიპიანდებიან, ამათ სადა აქვთ ნერვი, პიდბულებივით არიან
დათო
20 აგვისტო 2020 09:29
2
დიდი ხანია საქართველოში ფეხბურთი არაა, ქვეყანა არაა შე კაცო და ფეხბურთი საიდან იქნება
123
20 აგვისტო 2020 09:19
10
კაი რა, ალბანეთი უფრო ქვეყანაა და კოსოვო, ბოსნია და კიდევ რამდენი მსგავსი ჩვენზე გაჭირვებული! იმათმა თუ მოაბეს რაღაცას თავი!
სანდრინიო
20 აგვისტო 2020 09:53
1
სხვა ქვეყანაში ისეთი დაპირების და ასეთი შედეგის შემდეგ იმ საღამოსვე გაუშვებდნენ, ამათ რა უნდათ ევროპაზე?! რაც დრო გადის უარესობისკენ მიდის საქმე, ძველი დინამოელები ვინც ფეხბურთი იცის ყველა ჩამოიშორეს! ფიფია ბიზნესმენია მაგისთვის მთავარია ფული, ფეხბურთი არ აინტერესებს. რაღაცაში ხომ უნდა ვარგოდეთ? სულ ნეგატივი და ცუდი ამბებიააა!
x.x
20 აგვისტო 2020 14:26
0
გაჭირვებაში ისევ კაჭარავას თუ დაუძახეს ახლა.
ოთარი
20 აგვისტო 2020 10:52
4
ჩხეტიანი არ არის გუნდის გამკეთებელი მწვრთნელი,ტორპედოში რომ მივიდა დახვდა ის ფეხბურთელები და შეთამაშებული გუნდი და დაიდო შედეგი,ხელმძღვანელობაც ხედავდა გუნდს მაშინ..ეს არ იყო მეორე წელს ორი კაცის გარდა ყველა გაუშვა გუნდიდან და მოიყვანა ფულის ტომარა ფეხბურთელები და გააკოტრეს გუნდი,მთელი თავისი სამეგობრო და საძმო ტორპედოს ხარჯზე აცხოვრა ყველას გუნდში ასაქმებდა,მოკლედ გაიშიფრა ვინც არის.
Gia
20 აგვისტო 2020 23:20
2
ამაზე უარესებსაც მოვსწრებივარ დამოუკიდებელი ქართული ფეხბრთის პერიოდში მაგრამ ესეთ სუსტ მეტოქესთან ასე უილაჯო თამაში ნამეტანია.სირცხვილია და უთავმოყვარეობა ისე არარატ არმენიას მერე რამ უნდა გაგაკვირვოს.
zaza
20 აგვისტო 2020 15:19
0
me vcxocrob amjamad saberdznethi. am ori dxis ukan iseti reklama gauketes ak ninyas transfers ro vifikre tu ninyas donisa ara magram naxevrebic ro ikvnen tiranas gadauvlian metki. pieikit moxda. ubralod emociebic ki axar makvs
romani
20 აგვისტო 2020 12:24
0
საინტერესო იცით რაარის ? ეხლა გადავხედე გუნდის სტრუქტურას და სპორტული დირექტორი ვერ ვნახე .. ანუ ტრანსფერებზე ვინ ზრუნავს ? ფეხბურთEლს სანამ გუნდში მოიყვანს ვინმე საერთოდ აკვირდება? გინდს სკაუტები ყაავს და თუ ყავს მერე ამ სკაუტების შეგროვებულ ინფორმაციას ვინ 'ფილტრავს ვინ იღებს გადაწყვეტილება ფეხბურთელის მოყვანაზე? ერთი თელა შამათავა წერია ტრანსფერების მენეჯერი მაგრამ ეგ სხვარამე..
გიოდინამო1
20 აგვისტო 2020 15:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული