გია ჭიაბრიშვილმა კენჭისყრის შედეგი შეაფასა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შეაფასა.

"პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით.

მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი - სულ სხვა.

გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის
ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია.

ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან ჯერჯერობით "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის "დინამოსთან" მატჩზე", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მოგეხსენებათ, "რკინიგზელები" ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ კედლებში მოსკოვის "დინამოს" შეხვდება. მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მოსკოვის დინამო რომ ძლიერია ფაქტია და კომენტარს არ საჭიროებს. ცხადია გრანდი არაა მაგრამ მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგარს ლოკომოტივზე. აქ თავდადებანსი არის დავამარცხოთ ძლიერი მეტოქე.მთავარია წინასწარ არ შეეგუონ ბიჭები მარცხს და ყურები არ ჩამოყარონ! დაუმარცხებელი არავინაა! წარმატებები ლოკოს და დინამო თბილისს!
ბათუმის დინამოს ფანი
14:59 01-09-2020
0
რატო მეგონა სპორტული საიტი?))კაი ყველგან ეგაა და.. მოკლედ დასტოინი თამაში შევასრულოთ,პროსტა შარშანდელი სომხეთი არ გააგოროს მაგან.
რატი
13:35 01-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული