სასწაული შანსი - ცნობილია, ვის შეხვდება თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის მე-3 ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, ვის დაუპირისპირდება თბილისის "დინამო" მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში.

თუ საქართველოს ჩემპიონი უელსელ კოლეგებს, "ქონაჰ'ს ქუაი ნომადსს" დაამარცხებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების ჩემპიონ "კი კლაკსვიკს" შეხვდება. მატჩი კუნძულზე გაიმართება.

იქამდე კი დინამოელებს შეხვედრა კარდიფში ელით და ამ მატჩის მოგება აუცილებელია. მართალია, ისეთი შესაძლებლობაც არ არის, როგორც შარშან "საბურთალოს" ჰქონდა, თუმცა ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. ცხადია, ვგულისხმობთ კენჭისყრის ნაწილს და იმედია, საქართველოს ჩემპიონი მინიმუმ მეორე და მესამე
საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს.



მკითხველის კომენტარები / 31 /
ამათთანაც თუ წააგეს და პორტში უნდა შეყარო მტვირთავებათ, ან ტყიბულის შახტაში. მეტი ხეირი მაგათგან მაინც არაფერი იქნება და......
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18:07 06-09-2020
0
იმ გუნდის გამოყვანას ალბანელებთან რომ წააგო,აკადემიის პატარა ბიჭები გამოიყვანონ და სულ ტრ...ით ახოხიალებენ უელსელებს.ეგენი დინამოზე უარეს დღეში არიან.თუ ვინმემ ბურთზე ფეხის მირტყმა მაინც იცის ინგლისის,შოტლანდიის და ირლანდიის ლიგებში გარბის.ასე რომ არაფერი სენსაცია არ იქნება მაგათი გამოგდება.ფარერებზე აღარაფერს ვამბობ.
ნუკრი
10:58 02-09-2020
2

სიახლეები პოპულარული