სასწაული შანსი - ცნობილია, ვის შეხვდება თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის მე-3 ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, ვის დაუპირისპირდება თბილისის "დინამო" მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში.

თუ საქართველოს ჩემპიონი უელსელ კოლეგებს, "ქონაჰ'ს ქუაი ნომადსს" დაამარცხებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების ჩემპიონ "კი კლაკსვიკს" შეხვდება. მატჩი კუნძულზე გაიმართება.

იქამდე კი დინამოელებს შეხვედრა კარდიფში ელით და ამ მატჩის მოგება აუცილებელია. მართალია, ისეთი შესაძლებლობაც არ არის, როგორც შარშან "საბურთალოს" ჰქონდა, თუმცა ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. ცხადია, ვგულისხმობთ კენჭისყრის ნაწილს და იმედია, საქართველოს ჩემპიონი მინიმუმ მეორე და მესამე
საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს.



მკითხველის კომენტარები / 31 /
როგორ მოხვდა ეს ფარერული გუნდი აქ არ გაინტერესებთ?პირველ კვალიფიკაციაზე სლოვაკურ სლოვანს შეხვდა,სლოვანის ფეხბურთელებს თუ მწვრთნელებს კორონა აღმოაჩნდათ,არ გაუშვეს სათამაშოდ და წაგება ჩაუთვალეს.მეორე ეტაპზე კი იანგ ბოიზთან წააგეს.ასე რომ იანგ ბოიზი ან სლოვანი უნდა ყოფილიყო მათ ადგილას.ამაზე მეტად რაღა უნდა გაუმართლოს დინამოს,ფაქტიურად ფლეი-ოფი გვაჩუქა უეფამ და იღბალმა.ორი სამოყვარულო გუნდის გავლა გვინდა და ფლეი-ოფში ვართ.ამ შანსის ვერ გამოყენება ნამდვილად დანაშაულია ქართული ფეხბურთის და ზოგადად ქვეყნის წინაშე.დინამოსთვის გაუსვრია კოვიდს თუ კორონას.
master
19:28 01-09-2020
4
ფეხბურთელები და მწვრთნელი თუ არ ეყოლება გუნდს წესიერი, რა შანსებზე უნდა ვილაპარაკოთ ვინც არ უნდა შეგხვდეს. ტირანასთან დინამოს მწვრთნელი მთელი თამაში უყვიროდა ბურთს უყურეო ფეხბურთელებს და მაგით გვინდა შემდეგ ეტაპზე გასვლა ????
givi
16:13 01-09-2020
0

სიახლეები პოპულარული