გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა, უკრაინელმა ვიაჩესლავ გროზნიმ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მომავალ დაპირისპირებაზე გამოთქვა მოსაზრება.

"საქართველოს ეკონომიკა არ იძლევა ისეთი ფულის ჩადების საშუალებას, რომ საუკეთესო ფეხბურთელებმა ადგილობრივი ჩემპიონატი არ დატოვონ. თბილისის "დინამომ", ბექა მიქელთაძის ჩათვლით, გაყიდა ყველა მოთამაშე, რომლებთანაც მე ვმუშაობდი. ახლა ის "როტორის" ღირსებას იცავს.

პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში "ლოკომოტივმა" "უნივერსიტატეას" ბარიერის გადალახვა მოახერხა, რომელიც გასულ სეზონში უკანასკნელ ტურამდე იბრძოდა რუმინეთის ჩემპიონობისათვის. ჩემთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო. თბილისური გუნდის მოთამაშეები თავს ზემოთ გადახტომას მოისურვებენ,
რათა დაამტკიცონ, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერებზე ნაკლებნი არ არიან.

თუმცა, "ლოკომოტივისადმი" ჩემი მთელი პატივისცემის მიუხედავად, მოსკოვის "დინამო" გაიმარჯვებს. "დინამოს" ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს, მას მუდმივად სჭირდება თავისი პროფესიონალიზმის დამტკიცება.

საქართველოში არაა მიღებული პოლიტიკისა და ადამიანური ურთიერთობების არევა. დარწმუნებული ვარ, არანაირი კონფლიქტი არ მოხდება", - ციტირებს გროზნის sport24.

"ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩი 17 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

altრუსმა ფანებმა მოსკოვის "დინამოს" დირექტორს უპასუხეს: ქართველები ცუდად არავის ექცევიან, თუ კაცი შენნაირი გან...ნი არაა!

altმოსკოვის "დინამოს" დირექტორი: ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელმა "ლოკომოტივთან" დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

altგია ჭიაბრიშვილმა კენჭისყრის შედეგი შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 6 /
შავდათუაშვილის ყველა ბრძოლა იმ რუსთან გაიხსენეთ იგივე იქნება 17შიც მოტივაცია ლოკოსი ყველანაირად იმდენი უნდა იყოს რო შენზე ცოტათი უფრო ძლიერს გეგმები აურიო რაც არ უნდა იძახოთ სპორტი და პოლიტიკა არ უნდა აურიო მთელი 90 წუთი და თუ მეტი არა ნათლად გამოჩნდება პროვოკაციები პატარ პატარა ჯარიმებით იქნება ბევრი
ნოდო
02 სექტემბერი 2020 23:37
5
შავდათუაშვილი ვინღაა?
vax-vax
03 სექტემბერი 2020 10:48
2
ვინმემ იცით ეს კაცი რატო წავიდა დინამოდან?
ბაბუაწვერა
02 სექტემბერი 2020 22:39
1
გამოუსწორებელი ლოთია. როცა დანიშნეს მაშინაც დავწერე. მაგრად "რეკავს" ხოლმე. გროზნოში ლესგინკას ცეკვავდა სტადიონზე მოგების შემდეგ. ინტერვიუებში ხომ მთლად სასტაული პირდაპირ.:)))...კარგად დაწერა ბათუმის ფანმა, რისთვის მოიყვანა გენიოსმა ფიფიამ.
emigranti
03 სექტემბერი 2020 01:01
1
მე უფრო ის მაინტერესებს რატომ მოვიდა?)))
ბათუმის ფანი
02 სექტემბერი 2020 23:18
0
ობიექტური შეფასებაა
სოსო
02 სექტემბერი 2020 20:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული