"შემძრომი ქართველი" - წიტაიშვილი "დინამოს" ფანებმა გააკრიტიკეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუსა და კლუბის ფანებს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა და გულშემატკივრებისაგან კრიტიკაც დაიმსახურა.

"ძალიან მწყდება გული ფანების გამო, ჩვენ ხომ ფეხბურთს მათთვის ვთამაშობთ. გვინდა, რომ ისინი სტადიონზე მოვიდნენ, ტრიბუნები გაავსონ და მხარი დაგვიჭირონ. ხშირად ხდება, რომ მოედანზე რაღაცები არ გამოგდის, პუბლიკის დახმარებით კი უკეთ იწყებ თამაშს.

ძალიან მწყდება გული, რომ ასე მოხდა, თუმცა ყველას აქვს უფლება იფიქროს ის, რაც სურს. ჩვენ, "დინამოს" ფეხბურთელები ვაცნობიერებთ, რომ ლუჩესკუს მოყვანა მოთამაშეებისა და კლუბისათვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა.

რადიკალური ცვლილებები საჭიროა ხოლმე. როგორც იგორ სურკისი იტყოდა, ჩვენი გული "დინამოსთვის" ძგერს, ახლა კი ასეთი გამოცდილი ადამიანი მოვიდა, რომელიც კლუბს ძალიან ბევრს მისცემს. პანდემიის გამო ცარიელი ტრიბუნების ფონზე ისედაც ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ, ახლა კი გვინდა ფანები მოვიდნენ, მათი გვერდით ყოფნა გვაკლია.

თუ საჭირო გახდა, ლუჩესკუს დავიცავთ. მე გუნდის კაპიტანი არ ვარ და იქ არ ვყოფ ცხვირს, რაც ჩემი საქმე არაა. მე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, სხვა პრობლემები და მიზნები გამაჩნია. არიან უფრო ზრდასრული მოთამაშეები: ბოიკო, სიდორჩუკი, ბუიალსკი, რომლებმაც ეს საკითხი უნდა განიხილონ. არ ვიცი, იქნებ ამ თემაზე დიალოგი უკვე შედგა კიდეც", - განაცხადა გიორგიმ.

წიტაიშვილის კომენტარს კი "დინამოს" ფანების უკმაყოფილება მოჰყვა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი მკაცრად გააკრიტიკეს ყველა უკრაინულ სპორტულ საიტზე, ხოლო ua-football.com-ის მომხმარებელმა "შემძრომი ქართველი" უწოდა და კომენტარს ერთ-ერთი ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა (ასევე, "დისლაიქი").

altეს დამპალი საქციელია - წიტაიშვილმა თანანაკრებლის მიერ თანანაკრებლისათვის გოგონას "აწაპვნაზე" კომენტარი გააკეთა

altგიორგი წიტაიშვილმა ლუჩესკუს რევერანსი გაუკეთა

მკითხველის კომენტარები / 23 /
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს!!!! რატომ არის ქართველი, უკრაინელია ეს კაცი
გგგგგ
05 სექტემბერი 2020 14:37
0
ვიღაც წიტაიშვილზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სტატიის ავტორი კი ნაღდად ვერ ახერხებს. შვილო Xვიჩა, ქართულად ეგეთს ქლესა ჰქვია და არა შემძრომი (ეს მაგარი მოხიე; სად იპოვე ეს სიტყვა?)
სილია
05 სექტემბერი 2020 17:46
0
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეთ ხაბელოვი გყავთ ,რომელიც საქართველოში გაიზარდა როგორც სპორტსმენი და 1994 წლის მსოფლიოზე რუსული ოკუპანტის ფორმით ბრინჯაოს მედლისთვის ქართველი თურმანიძე დაამარცხა ამაზე გაყუჩებულები ხართ და ვიღაც ლაწირაკზე ლაპარაკობთ რომელმაც ქართული არც კი იცის.
ბედნიერი ერი
04 სექტემბერი 2020 22:05
8
საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა და ნურც მაგას დაუკარგავ. ეგრე გოგშელიძეც რუსეთის სახელით გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს სახელით ოლიმპიური ბრინჯაო აიღო. მოჭიდავეებში ასეთი რამეები ხდება. არ მომწონს ნამდვილად, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს.
: )))))))
05 სექტემბერი 2020 10:36
0
არარაობა ხარ .შენ ქვეყანაზე თქვი უარი საერთოდ რაზე ლაპარაკოობ.
buxrika
04 სექტემბერი 2020 21:55
0
ამას დიდი ხანი არ უწერია დინამოში დარჩენა. მიდი შვილო ბურთი ითამაშე და ისე დაიმსახურე მწვრთნელის პატივცემა.
გოგა
04 სექტემბერი 2020 21:17
0
საკუთარი შვილები გაზარდეთ ქართველებად და სხვის შვილების გაზრდას თავი დაანებეთ
გრიგოლ1408
04 სექტემბერი 2020 19:31
22
წამოყავი თავი?!ხმა გაიკმინდე შე მანქურთო!!!
რუსოფილო!
04 სექტემბერი 2020 22:15
1
მაგაში 100% ხარ,თუმცა მაგით წიტაიშვილს ვერ დაიცავ.არსებობენ ადამიანები,რომლებსაც სამშობლო არ აქვთ, ესეთია სამწუხაროდ წიტაიშვილი,ისე გაიხადა საქმე,რომ ვერც საქართველოში აქვს კარგი სახელი და უკრაინაშიც სამუდამოდ "შემძრომი ქართველი"-ს სახელი ექნება
საქართველო
04 სექტემბერი 2020 21:45
2
რა იყო რას გადაეკიდეთ, ფული ბაბა, ფული...აცალეთ პატარა ფული მოჭრას ბიჭმა, მესი და რონალდო რომ არ არის თვითონაც ქე იცის....
gio
04 სექტემბერი 2020 19:07
5
მესი და რონალდო რომ არ არიან მილიონობით ფეხბურთელმა იცის, ეგ რა შუაშია , თავის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა უკრაინის ნაკრებთან ერთად, ეს პატარა მიღწევაა არაა და საერთოდაც ამ ბიჭს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, მშობლიური ქვეყანის ნაკრებზე რომ უარი თქვა , ხოლო როგორც ფეხბურთელი,ვისურვებდი რომ ასეთი მოთამაშეები ბევრი ყავდეს საქართველოს
akaki
04 სექტემბერი 2020 19:33
14
როგორ მინდა ამის მამის ცემა ქართველი რომ ვერ გაზარდა!ამაზეც მინდა შეგინება მაგრამ არ გამოაქვეყნებენ!
ომბუცმენი
04 სექტემბერი 2020 18:20
2
დაააა, ღამურა რომ ითარგმნოს, რუსულ,უკრაინულ ენებზე არ შეიძლება???
Vasili
04 სექტემბერი 2020 16:04
0
კგ ფრთებზე შეაჯექი, შორს წახვალთ შენ და შენი არწივი. ღრუბელ-ღრუბელ იარეთ, მზემ არ შეგაწუხოთ
????
05 სექტემბერი 2020 10:32
0
"ღამურა" რუსულად რომ გადათარგმნო, "მფრინავი მიშა" იქნება (ლეტუჩაია მიშ). მაგრამ ის ჩვენი მფრინავი მიშა, უკრაინიდან ჩამოფრენას რომ გეგმავს, არწივთან უფრო ასოციირდება, ვიდრე ღამურასთან.
კგ
04 სექტემბერი 2020 18:35
20
shemdzromi ki ara uaresia magas tavis eri ar uyvars da ukraina eyvareba
davit
04 სექტემბერი 2020 14:31
0
ამ ტიპის და სამწუხაროდ არა მხოლოდ ამის შემხედვარე აკაკის "ღამურა" მახსენდება. კლიმენტიჩ, ჩემი რჩევაა შენ და შენისთანებმა მშობლიურ ენაზე წაიკითხოთ, ისევ შენთვის აჯობებს, თორემ საქართველოს შენი დაკარგვით არაფერი დაუშავდება კიდევაც კილიან მბაპეს პერსპექტივა რომ გქონდეს
llcl
04 სექტემბერი 2020 14:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული