"ძალიან მწყდება გული ფანების გამო, ჩვენ ხომ ფეხბურთს მათთვის ვთამაშობთ. გვინდა, რომ ისინი სტადიონზე მოვიდნენ, ტრიბუნები გაავსონ და მხარი დაგვიჭირონ. ხშირად ხდება, რომ მოედანზე რაღაცები არ გამოგდის, პუბლიკის დახმარებით კი უკეთ იწყებ თამაშს.
ძალიან მწყდება გული, რომ ასე მოხდა, თუმცა ყველას აქვს უფლება იფიქროს ის, რაც სურს. ჩვენ, "დინამოს" ფეხბურთელები ვაცნობიერებთ, რომ ლუჩესკუს მოყვანა მოთამაშეებისა და კლუბისათვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა.
თუ საჭირო გახდა, ლუჩესკუს დავიცავთ. მე გუნდის კაპიტანი არ ვარ და იქ არ ვყოფ ცხვირს, რაც ჩემი საქმე არაა. მე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, სხვა პრობლემები და მიზნები გამაჩნია. არიან უფრო ზრდასრული მოთამაშეები: ბოიკო, სიდორჩუკი, ბუიალსკი, რომლებმაც ეს საკითხი უნდა განიხილონ. არ ვიცი, იქნებ ამ თემაზე დიალოგი უკვე შედგა კიდეც", - განაცხადა გიორგიმ.
წიტაიშვილის კომენტარს კი "დინამოს" ფანების უკმაყოფილება მოჰყვა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი მკაცრად გააკრიტიკეს ყველა უკრაინულ სპორტულ საიტზე, ხოლო ua-football.com-ის მომხმარებელმა "შემძრომი ქართველი" უწოდა და კომენტარს ერთ-ერთი ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა (ასევე, "დისლაიქი").