ბათუმის "დინამომ" ფლამარიონი "როტორში" გაუშვა - თუმცა, არ გაუყიდია

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ კლუბს ბათუმის "დინამოდან" ბრაზილიელი შემტევი ჯოვინო ფლამარიონი შეუერთდა.

24 წლის სამხრეთ ამერიკელი ვოლგოგრადულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ექნება თუ არა რუსულ კლუბს ჯოვინოს გამოსყიდვის უფლება.

ფლამარიონი "პალმეირასის" აღზრდილია. 19-წლამდე "სან პაულუს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი ჩერნოგორიულ "ლოვჩენში" გადავიდა, ნახევარი წლის შემდეგ კი ბათუმელთა ფეხბურთელი გახდა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ი ჯოვინოს 600 000 ევროდ აფასებს და მას კონტრაქტი "დინამოსთან"
2021 წლის ბოლომდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯოვინოსთვის კარგი გადაწყვეტილებაა და პატივს ვცემ, როტორში თუ თავი დაიმკვიდრა და მეტიც გოლები გაიტანა სატრანსფერო ფასი აეწევა და ბათუმიც მნიშვნელოვან ფინანსურ დანამატს მიიღებს. მანდ თუ აიდგა ფეხი 600 ათასი მილიონებად იქცევა, მითუმეტეს ფორვარდისთვის. წარმატებები ფლამირიონს!
Toko
22:06 07-09-2020
0
Zura ერთი ჯოვინოს გამო,რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქ დასამტკიცებელი,გუნდის გავარდნა რატო უნდა გინდოდეს,როცა ჩვენი ამდენი ფეხბურთელი თამაშობს,ვერ ვიგებ...ისე კოვტალიუკი ხო გახსოვთ,დიდი ამბით წავიდა და ფეხი არ გაატოკებინეს იქ სადაც წავიდა.ხოდა ამ ჯოვინოსაც ვნახავთ რის თავი აქ.
ლ.გიო
21:30 07-09-2020
0

სიახლეები პოპულარული