გოსდუმის დეპუტატი: მოსკოვის "დინამოსთან" მატჩზე უსაფრთოება საქართველოს ინტერესებშია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მომავალ მატჩზე კომენტარი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა (ვლადიმერ ჟირინოვსკის შვილია) გააკეთა.

"ვფიქრობ, დღეს ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის. მატჩზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. პირველ რიგში, ეს ქართული მხარის ინტერესებშია. მიუხედავად საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან მეტ-ნაკლებად მკაცრი რიტორიკისა, ისინი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად არიან მოწოდებულნი.

ისინი შეეცდებიან, მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი კლუბის უსაფრთხოება, რათა მათ შორის თავი აარიდონ უეფას სანქციებს. ქართველ ხალხსაც არ სურს გართულება. უკვე დროა ყველაფერი დავივიწყოთ და ერთმანეთს მეგობრობის ხელი გავუწოდოთ. წინ უნდა
ვიაროთ. რაც უნდა იყოს, მეზობელი სახელმწიფოები ვართ და მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ", - განუცხადა ლებედევმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მგონი მთალად ვერ არიან თავის მატორზე. ახლა უსაფრთხოებაზე დაიწყეს ყიყინი. ეს დინამო 30-40 კაციანი დელეგაცია თუ იქნება და ყოველ წელს მილიონობით თუ არა ასი ათასობით რუსი ტურისტი რომ ჩამოდის მაშინ სძინავთ? კიდევ ერთი მაგალითი სპორტი პოლიტიკაში რომ არის ყოველთვის. აქ არ უნდათ ზოგიერთებს დაიჯერონ. ეს დეპუტატი რატომ ტურისტებზე არ აძლევს ინტერვიუს?
G.LA
18:32 17-09-2020
1
მეგობრობის ხელს გამოგიწვდი სოჭის (შენ რომ სოჩას ეძახი) დასავლეთის მხრიდან და კავკასიონის ჩრდილოეთის მხრიდან. სხვანაირად შენ ოკუპანტი ხარ და დაველოდები, ჩემს გაძლიერებას და შენს დაცემას.
100%
22:17 17-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული