თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის 0:0 დასრულდა.

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო, რაც რეალობას სრულად აცდენილი გახლდათ. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც
საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი, შონია, დარცმელია, კირკიტაძე, ოულადი, სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი, ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი, ფილიპი, შიმანსკი, კომლიჩენკო

მკითხველის კომენტარები / 8 /
გენაცვალეეეეთ!!!! ბოლომდე, ეს თამაში ჩვენიააა!!!
Biankonneri
22:41 17-09-2020
0
არის!! რუსული გუნდი დამხობილია!
გენა
22:57 17-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული