თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
ჭიაბრიშვილი ნაკრების მწვრთნელად! ვაისი დაიღალა!
მწრთვნელი
17 სექტემბერი 2020 23:34
15
დიდი მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის. ყველანი გმირები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთი საფეხბურთო პოტენციალის მქონე ქვეყანაში ფეხბურთი ვერ გაიმართა წელში, სულ როდემდე უნდა გვიჭირდეს. მინიმუმ ხორვატიის დონეზე შეგვიძლია, თუ მეტი არა...
მამუკა
17 სექტემბერი 2020 23:31
2
გაიხარეთ ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის!!!რაც შეეხება ჭიაბრიშვილს,მან სრულად აღიდგინე რენომე!!!გმადლობთ!!!
Alex.F
17 სექტემბერი 2020 23:30
1
ხვიჩამ დაიწყო ამათი გამწარება და ლოკომ დააგვირგვინა. მადლობა.
გია
17 სექტემბერი 2020 23:13
1
მადლობა ბიჭებო ეს ყველაფერი დაიმსახურეთ თქვენ. ჭიაბრიშვილი მართლა მაგარი მწვრთნელი ყოფილა ხელები ამიწევია ასე რომ ეხლა უფრო დავრწმუნდი არარატთან რაც მოხდა და ყველამ კარგად იცით! გრანადასთან ბიჭებო ითამაშეთ თქვენი სიამოვნებისთვის და არავინ დაგძრახავთ ისიამოვნეთ და შედეგიც იქნება დამიჯერეთ
Lova
18 სექტემბერი 2020 00:10
1
მოსკოველებო გული არ გაიტეხოთ, თბილისის დინამომ მოიგო თქვენს მაგივრად ))))) დინამო ხო დინამოა
Megreli
18 სექტემბერი 2020 00:35
3
ბიჭებო!!! ჭიაბრიშვილო!!! მეგობრებო!!!! აააააააააააააააააააააააა!!! ყოჩაღღღღღღღ!

მოვედი მოსალოცად და პოლიციის კარდონმა არ შემომიშვა, მაგრამ იცოდეთ რომ ეს უაღრესად მნიშVნელოვანი მოგება იყო!!! იმიტომ კი არა რომ რუსეთ საქართველოს დაპირისპირება იყო, თუმც აესეც იყო!!! იმიტომ რომ თქვენ როცა მოინდომებთ, როცა გულით და სულით ითამაშებთ ყველაფერი შეგიძლიათ!!! დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!! გაიხარეეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გადასარევი გიორგი
17 სექტემბერი 2020 23:38
0
გავსკდი ყვირილით, კინაღამ ინფარქტი მივიღე. მადლობა შვილებო. გამახსენდა ძველი დინამოდან მიღებული სიხარულები.
გია
17 სექტემბერი 2020 23:35
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ გაიხარეთ! თამაშს არ მიყურებია უბრალოდ ვუყურებდი ტექსტობრივ ანგარიშს თანაც მოსკოვში ვარ. ასეთი სიხარული არ განმიცდია დიდი ხანია. ყოჩაღ ბიჭებს რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. დღეიდან ლოკომოტივის ფანი ვარ. არც დინამო და არც საბურთალო აღარ მაინტერესებს!
დავით 67
18 სექტემბერი 2020 00:54
6
ვერ ვხვდები ჩემ კომენტარს რატომ უნდა დაუსვა დისლაიქი! ერთს ვიტყვი ვისაც ლოკოს მოგება არ გაგიხარდათ თქვენი დედები...
დავით 67
18 სექტემბერი 2020 01:32
3
შარშანდელი საბურთალოს მარცხი სომხებთან 100% გამოისყიდა ჭიაბრიშვილმა.
ტეტე1234
17 სექტემბერი 2020 23:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული