თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
მადლობა "ლოკომოტივს და ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას. აჩვენეთ ეს თამაში საბურთალოს და "გირჩელებს" და უთხარით, რომ მოწინააღმდეგის წინაშე არ უნდა ჩაიხადო და წაიკუზო!!!
დათო
17 სექტემბერი 2020 23:18
2
ბრავო! იცის ჭიაბრიშვილმა თავისი საქმე, ორგანიზებული დაცვიდან სწრაფი კონტრშეტევებით... ბიჭებს მადლობა ასეთი ბედნიერებისთვის
YNWA
17 სექტემბერი 2020 23:17
0
დიდი მადლობა ლოკოს, ბიჭებო ყოჩაღ თქვენ ვაჟკაცები ხართ. მადლობა ჭიაბრიშვილს მან უკვე მეორე თავის კლუბზე ძლიერი კლუბი გააგდო და ეს შემტხვევითობა უკვე აღარ არის. აი რას ნიშნავს ძალიან რომ გინდა და დაილერებ რომ შეგიძლია ეს გააკეთო. აღფრთოვანებული ვარ თქვენით ბიჭებო. გილპცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ. თქვენ უკვე მთელ საქართველოს თავი შეაყვარეთ.

G.LA
17 სექტემბერი 2020 23:50
0
არ მაინტერესებს თამაშის ხარისხი, მთავარია რუსები გავამწარეთ! ამიტომ დიდი მადლობა ჩვენ გმირ ბიჭებს!!!
gia
17 სექტემბერი 2020 23:52
5
ხარისხზე როგორ აპელირებ,საოცარი ფეხბურთი ითამაშეს,პირველ ტაიმში ისეთი კომბინაცია ააწყეს ბარსელონას კიდე დიდი დრო დაჭირდება ეგეთები რო გაიმეოროს
ზაალი
18 სექტემბერი 2020 01:22
0
აი რას ნიშნავს მებრძოლი სული, ეგრე ჯიგრიანად უნდა ითამაშო, უშიშრად და თან ჭკვიანურად. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, მადლობა მწვრთნელებს, გილოცავთ ყველას.
დათო
17 სექტემბერი 2020 23:44
0
გაგვახარეთ ქართველი გულშემატკივარი....გილოცავთ. კირკიტაძე ნაკრებში უეჭველი უნდა იყოს
kakha
17 სექტემბერი 2020 23:28
2
ბრავო! მადლობა ბიჭებო,უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ ამ გამარჯვებით.უპრინციპულესი თამაში მოიგეთ. ასე მგონია ეს თამაში იქნება ჩვენი ფეხბურთის აღმავლობის დასაწყისი! ამ თამაშით დავიცალე ემოციებისგან! ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა არა!
kaxa
17 სექტემბერი 2020 23:17
0
ყოჩაღ და მადლობა ჭკვიანური და თავდადებული თამაშისათვის. გილოცავტ ყველას მოგებას. შეიძლება თამაში ყველასთან თუ მოინდომეს და სწორად მიუდგნენ საქმეს. წარმატება გრანადასთან!
niko
17 სექტემბერი 2020 23:33
0
გენაცვალეთ, ლომებო!!!
მუდამ ასე დაგვემარცხებინოს რუსეთი!!!
Ilia
17 სექტემბერი 2020 23:09
0
რა მაგარი შეგრძნებაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
!!!!!!
17 სექტემბერი 2020 23:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული