თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
დიდი მადლობა მთელს გუნდს. დიდი ხანი ასე გამარჯვება არ გამხარებია,თქვენ გენაცვალეთ. იმ სიხარულს რაც მე(და არამარტო მე)განვიცადე სიტყვებით ვერ გადმოვცემ...მადლობის თქმა ცოტაა იმისთვის რაც ამ გამარჯვებამ მომანიჭა...თქვენ გენაცვალეთ ყველას!!!!!
gogia
18 სექტემბერი 2020 10:47
1
რუსულ სპორტ ექსპრესზე გადმოდით მთელი ამბები იქ ხდება 550 კომენტარია უკვე))
გიო
17 სექტემბერი 2020 23:42
0
გაიხარე!გადავედი და დავტკბი.რაც მე მიგინებია მოსკოვის დინამო,ეს კიდევ არაფერია.რასაც ცხონებული მამაჩემი აგინებდა(აი ის რომ აგინებდა "მაგ თუთმა ნესვებს",გინება ის იყო),ალბათ ეგეც არაფერია,რასაც ახლა საკუთარი გულშემატკივრები აგინებენ.ვწუხვარ,რომ ვერ მოესწრო ამ დღეს.რამდენი კომენტარია წაშლილი და შიგ რა ეწერება,ხომ წარმოგიდგენიათ.ლევ ლეშჩენკო,ცნობილი მომღერალი მოსთქვამს,40 წლის მოხუცებმა მოგვიგეს,დღისით ბაზრებში რომ დგანან და საღამოთი თამაშობენო.გული მტკივაო...რა იცის,რომ ნახევარი გუნდი,19-20 წლის ბიჭები არიან,თორემ გული გაუსკდებოდა,ალბათ.სსრკს ისტორიაში,ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე იყო მოსკოვის დინამო და ძალიან ცუდი ბალანსიც გვაქვს მათთან.როგორც ლოკომოტივი ეთამაშა,ისინიც ასე და გაცილებით უფრო ყრუ დაცვით გვეთამაშებოდნენ,მაგრამ კონტრშეტევებიდან გაჰქონდათ გოლები,დაცვაში ჩეხვით,საკუთარ კარს იცავდნენ და გვამარცხებდნენ.ლოკომოტივმა ყველაფერი შეუტრიალა და მათი ძველი იარაღით დაამარცხა.ესეც ზრდის სიამოვნებას.დინამოს მწვრთნელის მამა ხომ ის ძველი ნოვიკოვია და ამ გუნდშიც მუშაობდა.ალბათ გუშინდლამდე.
სოსო
18 სექტემბერი 2020 09:37
0
17 სექტემბერი 2020 წელი.

2 სიტყვა რომელიც რუსს ქომაგს გულში ამოეკვეთა სამუდამოდ, არ დაავიწყდება არასდროს და ჩუმად ქედს მოიხრის მის გაგონებაზე:

თბილისის ლოკომოტივი -

რუსული დელეგაციების ასე ლამაზად გაცილება საქართველოდან დაგვბედებოს ღმერთო
დიდგორელი!
18 სექტემბერი 2020 12:34
0
ლოკომოტივის მწვრთნელ დიმა თოფურიძეს პირადად დ მის გუნდს ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას
მიდი ლოკო
17 სექტემბერი 2020 23:57
2
თბილისის "ლოკომოტივს" ვულოცავთ გამარჯვებას! ბიჭებო ძალიან გაგვახარეთ, სხვანაირად არც შეიძლებოდა, ამ მოგებას ქონდა პრინციპული მნიშვნელობა, გასაგები მიზეზის გამო. შემდეგ ეტაპზეც ასე შემართებით ითამაშეთ და გაახარეთ ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც მართლაცდა იმსახურებენ, ნებისმიერი ქართული გუნდისგან კარგ თამაშებს!
ლოკომოტივს წარმატებები! ნონა.
18 სექტემბერი 2020 10:18
2
ჩემთან დენი არ იყო ( ცვლიან სადენებს მტელ უბანში) და ვერ ვუყურე თამაშს. ჩემი მთვრალი მეზობელი დვიჟოკზე უყურებდა და გოლი რომ გაიტანეს ჩვენებმა ორივეჯერ კაი გვარიანად გაუწყრა ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველების პენალტზე დიდი ოვაციები გამოხატა და ცოტა დაგრჩათ ბიჭებო იქნებ დამატებით დროში გადავიდეთო, 2:1 რომ დამთავრდა ანგარიიში მერე ყველაზე გაბრაზდა, მთავრობაზე, ოპოზიციაზე და პუტინზეც, ცოლზეც, დილით რომ გაიღვიძა მეუბნება რავა წავაგეთ რუსებთან არადა რა კარგად ვითამაშეთო (თურმე გუნდები აერია), მე რომ ვუთხარი მოვიგეთთქო არ დამიჯერა და 5 კაციანი პურმარილი წავაგებიე, მერე დღევანდელი სპორტული გაზეთი წავაკითხე და ძალიან გაეხარდა, ბოლოს თავის თავზე გაწყრა.
გიო
18 სექტემბერი 2020 07:31
0
:) კარგი იყო. ცხონებულ კოტე მახარაძეს მიჰყავდა ერთხელ მანჩესტერი - ბავარიის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. უკვე კარგად იყო მობერებული, მატჩის დასაწყისში აიჭრა და მანჩესტერელებს ბავარიელებს ეძახა და პირიქით მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. ასე რო, ხდება ხოლმე.
გიგლია
18 სექტემბერი 2020 11:29
1
მაგრები ხართ ბიჯობო გენაცვალეთ, ამის მერე რამდენი ეტაპია კიდე? გრანადა და მერე კიდე ერთია?
lex
17 სექტემბერი 2020 23:24
1
მთავრობავ ფული გააჩინეთ ბიჭებისთვის პრემიები რო დაურიგდეს თვას ხო იწონებთ ამ მოგებით?
მთავრობას
18 სექტემბერი 2020 10:17
6
მადლობა ლოკომოტივს,გაიხარეთ,წარმატებები,ღმერთი თქვენთან. ეს კი რუსი მომღერლის ლეშენკოს ინტერვიუდანაა:Я так расстроился сегодня, у меня сердце болело, обидно до слез! Проиграли любительской команде, где одни старики собраны. Я не знаю их данных, но я смотрел по возрасту. Там, наверное, все 40-летние мужики играют со странными фигурами Им не стыдно, играя за великий клуб, проигрывать команде, которая раз в восемь уступает в бюджете?

Что это вообще такое? Это была последняя капля. Я хожу на «Динамо», сейчас, наверное, брошу. Мне просто стыдно откровенно, что я болею за нынешнюю команду. Хочется прийти в раздевалку и спросить: «Вам не стыдно проигрывать каким-то дядькам, которые утром, возможно, ходят что-то продают, а вечером играют?». Я в шоке. 60 лет болею за «Динамо», такого позора не видел никогда в жизни.
gurulo
18 სექტემბერი 2020 09:17
1
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! ძალიან ემოციური წუთები გვაჩუქეთ, რომლებსაც მე პირადად არასდროს დავივიწყებ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ისეთ გუნდს ამარცხებ, მატჩამდე თითქმის 90% მაყურებლის მასთან დამარცხებაში რომ იყო დარწმუნებული. გია ჭიაბრიშვილმა მისი დონე ჯერ კიდევ "ზესტაფონში" მუშაობისას აჩვენა, მერე "საბურთალოში", ახლა კი დაამტკიცა, რომ კიდევ უფრო გაზრდილა. მადლობა "ლოკოს" ყველა ფეხბურთელს და სტაფის წევრს ამ სიხარულისთვის! გაიხარეთ!!!
klimenti
18 სექტემბერი 2020 08:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული