მატჩის წინ „დინამოს“ მწვრთნელმა ჩისკომ განაცხადა, რომ მეტოქე შეისწავლეს და მისი გუნდი კარგ ფორმაში იყო. უელსურ გუნდს კი კორონავირუსისა და ტრავმების გამო განაცხადში მხოლოდ 14 ფეხბურთელი ჰყავდა.
პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ბურთს თითქმის სულ ჩვენები ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კართან სიტუაციას ვერ ამწვავებდნენ. პირველი სახიფათო მომენტი 24-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ქარდავას გასროლას მოჰყვა, რომელიც ხარიხამ უკუაგდო. 10 წუთის შემდეგ ძარიას საგოლედ დარტყმა მცველმა არ დაანება. ამას მოყოლილი კუთხურის შემდეგ კი ქავთარაძემ ვერ მოარტყა კარში.
მეორე ნახევარში თამაშის არც სურათი და არც ხასიათი არ შეცვლილა. არ შეცვლილა არც ანგარიში და ყველას რომ ეგონა, თამაში ოვერტაიმში გაგრძელდებოდა, კომპენსირებულ დროში პერნამბუკომ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც გაბედავამ გაიტანა.
რექსემი. „"რეისქურს გრაუნდი“
ქონას ქი ნომედსი - დინამო (თბ) 0:1
გოლი: გაბედავა (90+7, პენ)
ქონას ქი ნომედსი: ბრასი, დევისი, დისნეი, ფარქუჰარსონი, რობერტსი, ედვარდსი, ოუენი, სინგლ-დოოლი, პული, ინსალი (ვილიამსი (87), ოუენსი
დინამო: კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური, ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე (კლოოსტერი 90+5), ზარია (კაპანაძე 80), ორშულა (პერნამბუკო 59), გაბედავა