პრიმერას ლიდერის მწვრთნელი: თბილისის "ლოკომოტივთან" ძალიან საინტერესო თამაში გველის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" ევროპა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვით ნამდვილი სიურპრიზი შემოგვთავაზა და მესამე რაუნდში სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდება. ამ გუნდმა ლა ლიგის სტარტზე ორივე მატჩი მოიგო და გალიდერდა. "ლოკოსთან" შეხვედრის წინ "გრანადას" მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა ისაუბრა.

"საქმისადმი გუნდის დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. რთული კვირა მაჟორულ ნოტზე დავასრულეთ.
"ალავესთან" პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩავატარეთ. შეცდომები დავუშვით და მეკარე რუი სილვამ ორჯერ გადაგვარჩინა. ასეა, ფეხბურთი შეცდომებისგან შედგება.

"გრანადა" მოკრძალებული და მშრომელი გუნდია, მატჩებისას ბოლომდე იხარჯება.

ახლა ევროპა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ. გულშემატკივრები თამაშის სახლებში
საყურებლად მოემზადონ. იქიდან გამოგვიგზავნონ ენერგია. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. "კარმენესზე" პირველად ვატარებთ ასეთ მატჩს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ძალიან საინტერესო თამაში გველის", - ციტირებს მარტინესს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
21 ში ჩიხურასთან თამაში დანაშაული იყო ჩემი აზრით. უნდა გადადებულიყო ეგ თამაში!
1
23 სექტემბერი 2020 13:03
0
რომანა ხარ თუ სიზმარა ღმერთმა აგისრულოს სიზმარი ბრატ!
ვანჩოპე
23 სექტემბერი 2020 09:16
0
რაც ჩემი თავი მახსოვს ფეხბურთს , ვუყურებ და ეს გრანადა როდიდან გახდა , გრანდი და უძლეველი, მისდღემში მაჩანჩანჩალა გუნდი იყო ესპანეთში. / რათქმაუნდა ფავორიტია და პრიმერას გუნდია, გამოცდილებაც მეტი აქვთ და ჩვენზე მდიდრებიც არიან, მაგრამ მაინც გრანადა და არა ატლეტიკო ან ვალენსია , რო რაღაც იმედი გვქონდეს გადაწურული, არარეულარ დიდი კოეფიციეტი გვაქ, შეურაცყოფა უფროა ვიდრე რეალობა , ჩვენი ყოფილი მოწინააღმდეგები რომ გაგვცდენოდნენ საინტერესოა იმათ რა კოეფიციენტი ექნებოდათ? 3.5 ან 4.0 , ეს რაც ჩვენ გვაქ რავიცი, მართლა მოყვარულები ხომ არ ვართ?? ახალგაზრდა ბიჭები გვყავს და მგონი მაგარი შანსი აქვთ რო თავი გამოიჩინონ!!! გრანადა რომც გაგვცდეს ხომ ყველამ ვიცით რო მაქსიმუმ ჯგუფში თუ მოხვდა ბოლოდან მეორეზე გავიდეს და ვერაფერი კვალი დატოვოს, ევროპის ერთი ჩვეულებრივი ჭ კლასის გუნდია, / ჩვენ რა ლევეზეც ვართ კარგად ვიცი მარა, გრანადას გამო ეს გადაზედმეტებული ეიფორია სისულელეა!
Vasili
23 სექტემბერი 2020 01:51
2
პირველ ტაიმს მოვუგებთ, მე-11 წუთზე გატანილი გოლით, სიზმარი მაქვს ნანახი!
რომანა
23 სექტემბერი 2020 01:09
1
თქვენი ფეხბურთი ითამაშეთ ბიჭებო, დაცვაში ნუ დგებით და ბურთს ნუ აბარებთ ხოლმე ბოლოსკენ, მთელი 80 წუთის ნაჯაფი, ათ წუთში წყალში არ უნდა გადაყარო, არადა ორივე თამშში იყო ამის რეალური შანსი. მხოლოდ თქვენი თამაში ითამაშეთ და მწვრთნელს დაუჯერეთ, აშკარად მაგარია ჭიაბრიშვილი, ჭადრაკივით ათამაშა ფეხბურთი ლოკოს ორივეჯერ, ბრავო!!!
ჭია
23 სექტემბერი 2020 00:27
0
Pirvel rigshi ed axlaa lideri da nu ashinebt xalxs da nuqmnit iset iluzias gegoneba grandia evropuli pexburtis granada araswori midgomaaa raiyot xalxo argindat qartuli gundis gasvla evropa ligaze tu ra aris pexbirtelebma unda igrdznon rom sgeudzliat espanetshi ert erti sashvalo gundis damarcxeba am bichebs sheudzliat tamashi unralod tavisuplad nervoulobis garedhe gamodit bichebo rogorc shegidzliat tqveni tamashi itamashet da vnaxit mere granada rogori iqneba vetamashot suro barsa iyos vhveni metoqe brdzola yvelastan sheidzleba amitom nuqmnit ragac problemebs me mjera lokos warmatebis
Beqa
23 სექტემბერი 2020 00:20
1
სოსო მრთალს ბრძანებთ, მხოლოდ ერთს დავმატებ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება - საქართველო-მოლდოვას მატჩის წინა დღეს, სასტუმრო "მეტეხის" ერთ-ერთ ნომერში, ახალადჩამოსულ სტუმრებთან, გასვლაზე განმეორებითი თამაშის დათმობაზე ჰქონდათ ჩვენებს შეპარვითი საუბარი და სახლში წაგებას რას წარმოიდგენდნენ? გამორიცხული არაფერია, სისხლი თუ აუდუღდათ ბიჭებს ყველაფერი კარგად იქნება, გადავუვლით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით
goga
22 სექტემბერი 2020 23:56
0
39 აქვს ლოკოს კოეფიციენტი ლიდერბეთზე,39,წარმოგიდგენიათ?ორი ეტაპის გადამლახავი გუნდისთვის ეს შეურაცხყოფა და უპატივცემლობაა.ამხელა კუში მხოლოდ სან-მარინოს გუნდებს ან ნაკრებს აქვთ მხოლოდ ევროპაში.საქართველოს ნაკრებს ესპანეთში მოგებისას თუარ ვცდები 31 ქონდა.
master
22 სექტემბერი 2020 22:05
4
გახსოვთ დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების პირველი თამაში,მოლდავეთის წინააღმდეგ?უდიდესი უპირატესობა გვქონდა,რეალურადაც მათზე გაცილებით ძლიერები ვიყავით,მაგრამ მაინც წავაგეთ.პირველ თამაშს,ყოველთვის დიდი დაძაბულობა სდევს და შესაბამისად შეცდომებიც.ჩვენ ეს სტადია უკვე გავლილი გვაქვს,ორი თამაში ვითამაშეთ,მათთვის კი,ეს დებიუტია.ვფიქრობ ეს ჩვენი შანსია.მთავარია ბიჭებმა დაწყებამდე,ფსიქოლოგიურად არ წააგონ თამაში.ჩვენ თავისუფლად უნდა ვითამაშოთ,სანერვიულო,მეტოქეს აქვს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო
სოსო
22 სექტემბერი 2020 20:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული