პრიმერას ლიდერის მწვრთნელი: თბილისის "ლოკომოტივთან" ძალიან საინტერესო თამაში გველის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" ევროპა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვით ნამდვილი სიურპრიზი შემოგვთავაზა და მესამე რაუნდში სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდება. ამ გუნდმა ლა ლიგის სტარტზე ორივე მატჩი მოიგო და გალიდერდა. "ლოკოსთან" შეხვედრის წინ "გრანადას" მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა ისაუბრა.

"საქმისადმი გუნდის დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. რთული კვირა მაჟორულ ნოტზე დავასრულეთ.
"ალავესთან" პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩავატარეთ. შეცდომები დავუშვით და მეკარე რუი სილვამ ორჯერ გადაგვარჩინა. ასეა, ფეხბურთი შეცდომებისგან შედგება.

"გრანადა" მოკრძალებული და მშრომელი გუნდია, მატჩებისას ბოლომდე იხარჯება.

ახლა ევროპა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ. გულშემატკივრები თამაშის სახლებში
საყურებლად მოემზადონ. იქიდან გამოგვიგზავნონ ენერგია. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. "კარმენესზე" პირველად ვატარებთ ასეთ მატჩს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ძალიან საინტერესო თამაში გველის", - ციტირებს მარტინესს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
21 ში ჩიხურასთან თამაში დანაშაული იყო ჩემი აზრით. უნდა გადადებულიყო ეგ თამაში!
0
რომანა ხარ თუ სიზმარა ღმერთმა აგისრულოს სიზმარი ბრატ!
ვანჩოპე
09:16 23-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული