წესითა და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს, მაგრამ... - გიორგი ჭიაბრიშვილი

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ინტერვიუ მისცა ქართულ სპორტულ გაზეთ "ლელოს" და გუნდის შესახებ ისაუბრა.

"ლა ლიგის წინა სეზონში მე-6 ადგილზე გავიდა, წელს კი ორიდან ორი მოგება აქვს და როგორ შევპირდე გულშემატკივარს, რომ მოვიგებთ?!. ჯერ გუნდის შენება დაწყებულიც არ არის, ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც მთელი კარიერა წინ აქვთ, მაგრამ შენებას წლები დასჭირდება. ამ ორ მოგებას არ მინდა ზედმეტი მოლოდინი მოჰყვეს. ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვხვდებით.

წინა ორი მეტოქე და ჩვენ რომ გავერთიანდეთ, შემსრულებლებით ერთი "გრანადა" მაინც არ გამოვა...
მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ყველანაირი მორიდების გარეშე ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც გამოვა, გამოვა... წესით და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს. კი, ერთმატჩიანი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენს სტადიონზე რომ ვთამაშობდეთ, კიდევ ვიტყოდი, რომ მეტი შანსი გვაქვს-მეთქი.

რაც უნდა უმაყურებლოდ ვიყოთ, მაინც სახლში ხარ და (იცინის)... ისე, ჩვენ უმაყურებლოდ თამაშს მიჩვეულები ვართ. უცხოელი რომ ჩამოდის, სხვა სტადიონი და გარემო ხვდება, მაყურებელი არ არის და განწყობაც იმდენად არ აქვთ. ამიტომ, აქ მეტი შანსი იქნებოდა... ჩვენ წელს პირველად გავედით ევროტურნირზე. მოთამაშეთა საშუალო ასაკი 23 წელია.

მივდივართ ესპანეთში, სადაც ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატს თამაშობენ და იქაც ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. ვნახოთ... ხალხმა ისე არ გაიგოს, რომ ვნერვიულობთ - არა, ყველანაირი სტრესი მოხსნილი გვაქვს. ბევრი გავაკეთეთ და კიდევ შეიძლება დავამატოთ, მაგრამ რეალობა არის ის, რაც არის..." - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია. შეიძლება არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ხვალ რომ ლოკომოტივი წააგებს ამაზე ორი აზრი არაა. მთავარია პირველი 20 წუთი გაუძლონ და გოლი არ გაუშვან. ამით დიდი ანგარიშით წაგებას ავცდებით. რეალობიდან გამომდინარე ლოკო თუ ერთ გოლს გაიტანს და 3ზე მეტ გოლს არ გაუშვებს მე პირადად კმაყოფილი ვიქნები.
დავით 67
24 სექტემბერი 2020 00:37
3
კრაიოვაზე ძლიერი გუნდი არ იქნება გრანადა. ცუდია იქ რომ ვთამაშობთ. გრანადაა სევილია ან ვალენსია ხომ არა. კრაიოვა ჩემპიონობისთვის იბრძოდა ბოლო ბოლო. დინამო მოსკოვი რომ გასულიყო დარწმუნებული ვარ გრანადასაც მიაყოლებდა.
321
23 სექტემბერი 2020 13:35
8
კარგად წაიკითხეთ ინტერვიუ "ლელო" -ში წერია. ფეხბურთელები ემოციურად დაცლილები არიანო. ეს ძალიან ცუდია, გამოდის ჩათვალეს რომ თავიანთი საქმე უკვე გაკეთებულია. ამ გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება თუ შეძლეს, მაშინ ჭია მართლა სუპერი ყოფილა. ეს დიდ მწვრთნელებსაც უჭირთ.
პ.ს. ჩემი მხრიდან ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი ერთი ოკუპანტის გაგორებისთვის და შევახსენებ რომ ესპანეთს ჩვენი ძმები ბასკები ყავთ "ოკუპირებული" და ხვალ უნდა ამოიღონ მაგათი "ბოღმა". მოკლედ, თქვენს უკან საქართველოა.
ჰაჰა
23 სექტემბერი 2020 12:38
5
შეშინებული და დაფრთხალი - მინიმუმ 6-0 დამთავრდება ... არც დაცვაში ჩაჯდომა და კონტრ-სწრაფი იერიშები-არ დადებს შედეგს, გრანადა მოსკოვის დინამოზე და კრაივაზე გ ა ც ი ლ ე ბ ი თ ტექნიკურები არიან, თან ფიზიკურად ძალიან ძლიერად მომზადებულები და შ ა ნ ს ე ბ ს მაქსიმალურად გამოიყენებენ ( დაცვას მაინც ბრინჯივით დააბნევენ) ...საჭიროა ა გ რ ე ს ი უ ლ ი თამაში, ა რ თ მ ე ვ ა ზ ე,ბურთის ტარება, ნაკლები უაზრო პასები (ბურთის მოცილებისათვის რომ მიეჩვიეს ქართვ
ულ ფეხბურთში(?!)),ვ ე უნდა გუობდე მეტოქის ბურთის ფ ლ ო ბ ა ც კი, მ უ დ ა მ მეტოქის მოედანზე აგრესიული თამაში და ...შეიძლება მოგება თუ ვერ, კ ა რ გ ი ავტორიტეტის მოპოვება!
გლახუნა
23 სექტემბერი 2020 14:57
39
ვფუქრობ, "ლოკომოტივს" მოეთხოვება ისევ და ისევ ის თამაში ითამაშოს, რაც შეუძლია. ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე - ლაღად და მონდომებით. მწვრთნელი რასაც საჯაროდ ამბობს - ძალიანაც სწორია. გუნდმა კი უნდა იცოდეს, რომ ბოლო-ბოლო ფეხბურთი უნდა ითამაშოს. არც ის უნდა დაივიწყონ ყმაწვლებმა, რომ პროფესიონალები არიან და არა მოყვარულები. დარწმუნებული ვარ, მოსკოვის "დინამოსთან" ჩვენ მომდევნო მოწინააღმდეგეს დაახლოებით თანაბარი შანსი ექნებოდა. ჩვენ კი ამ "დინამოს" სავსებით დამსახურებულად ვძლიეთ. უფრო თვითდაჯერებული რომ ვყოფლიყავით, ეს მოგენა შეიძლება საკმაოდ დამაჯერებელიც ყოფილიყო. მოკლედ, გავიმეორებ, შეუძლებელი არაფერი არ არის. მთავარია არაფრის არ გვეშინოდეს და რაც შეგვიძლია ის დავდოთ...
სიმართლის მოყვარული
23 სექტემბერი 2020 12:12
1
მართალია ბიჭებმა დინამოსთან 1X მეწერა 1000$-ში და ტოიოტა ქამრი მაყიდინეს,მაგრამ ამჯერად იზვინი ბიჭებო გრანადას სამ ბურთიანი მოგება უნდა ავიღო,რავქნა ფეხბურთია და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ,მიყვარს ეს ოხერი ფული და რა გავაკეთო
დათო
24 სექტემბერი 2020 02:25
13
ნუ დადებ და მორჩა დათო.ჩვენ შესაძლო დამარცხებაზე ფულს ნუ გააკეთებ.გულის სიღრმეში ღალატის გრძნობა დაგრჩება და მერე,თავს ცუდად იგრძნობ.კაპიკების მოგება,მაგად არ ღირს
სოსო
24 სექტემბერი 2020 12:02
0
მოუგებს სამწუხაროდ 2-0 გრანადა.
რეალისტი
23 სექტემბერი 2020 21:02
1
ლოკომოტივი მის დღეში ვერ ნახავს აწი ევროპა ლიგას,გაუმართლათ ამ უდღეურებს
lordi
23 სექტემბერი 2020 22:16
21
სომხეთის არარატის სუნი ეხლაც ასდის ამ ძალით მწვრთნელს,ჩამოირეცხე ჯერ და მერე ატარე პრესკონფერენცია შენ ნაციონალ ლოკომოტივის ხემძღვანელობასთან ერთად,ისე ბიჭებსაც უკვეე შეეხო ეს არმენიასთან დაჩაგრული
იკი
25 სექტემბერი 2020 23:17
1
7-0 ანგარიში. სამწუხაროდ
გია
23 სექტემბერი 2020 22:42
23
გევარჯიშა შენ და მოვიგებდით!
კოტრიალა
23 სექტემბერი 2020 23:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული