"გრანადას" ნახევარმცველი: "ლოკომოტივი" სახიფათოა - ისტორიული დღე გველის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ კომენტარი "გრანადას" 32 წლის ნახევარმცველმა ანხელ მონტორომ გააკეთა:

"ეს ძალიან კარგი, რაღაც ისტორიული დღე იქნება, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. სამწუხაროდ, თამაშს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

ევროტურნირებზე ასპარეზობა ჩემთვის ოცნებაზე მეტია. როდესაც ამ გუნდში გადმოვედი, ქვედა დივიზიონში ვიყავით და ევროსარბიელზე გასვლას ვერ წარმოვიდგენდით.

ჩვენი მეტოქე სახიფათოა. ძალიან კარგად შეწყობილი გუნდია, სწრაფი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს.

თავს კომფორტულად ვგრძნობ და იმედია, ეს დიდხანს გაგრძელდება. რაც მეტია კონკურენცია, მით უკეთესი ყველასათვის", - განუცხადა მონტორომ კლუბის
საიტს.

"გრანადასა" და "ლოკომოტივის" მატჩი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნამდვილი პროფესიონალები არიან და მეტი დონე აქვთ რუსებს არ გვანან შოვინისტებს ზეამპარტავნებს იმიტომაც დაისაჯენ.
beqnuma
21:35 23-09-2020
2
საეჭვოდ გვაქებენ. სხვა დონეა, მაგათ ტემპში ჩვენ ვერ ავყვებით
თამაზი
20:05 23-09-2020
4

სიახლეები პოპულარული