"გრანადასა" და "ლოკომოტივის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტაიმი "გრანადასა" და "ლოკომოტივს" შორის 0:0 დასრულდა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ მოწოდების
სიმაღლეზე იდგა.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი, მონტორო, მაჩისი, სოლდადო

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, იმრანი, კირკიტაძე, სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 15 /
სიზმარია თუ ცხადი, ლა ლიგას გუნდს ესპანეთში ეთამაშება თბილისის ლოკომოტივი და ანგარისი ნულით ნულია და რაც მთავარია თამაშიტაც ღირსეულად გამოიყურება! მე რო მკითხო ანგარიშს არა აქვს მნიშვნელობა ისეთ დიდ გამოცდილებას და საკუთრ ძალებში რწმენას იღსიზმარია თუ ცხადი, ლა ლიგას გუნდს ესპანეთში ეთამაშება თბილისის ლოკომოტივი და ანგარისი ნულით ნულია და რაც მთავარია თამაშიტაც ღირსეულად გამოიყურება! მე რო მკითხო აებს ეხლა ლოკომოტივი სამომავლოდ და მისი მეშვეობით კი სხვა ქართული კლუბებიც.
გიორგი
24 სექტემბერი 2020 22:57
1
ლინკი დადეთ რა ვინმემ
G.LA
24 სექტემბერი 2020 22:53
0
ეშინიათ ჩვენი.მეორე ტაიმს ტრადიციულად ვიგებთ.ბიჭები არც დაღლილან.ვერაფერს ვერ თამაშობს ლა ლიგის ლიდერი.წესით უნდა მოვიგოთ
ნუკრი
24 სექტემბერი 2020 22:53
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული