თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ესენიც იტყვიან რომ ფეხბურზთელები არიან.ამათ თოხები უნდა დაურიგო და ყანაში გაუშვა, ხოლო ბრიგადირად ფიფი უნდა დაუნიშნო.მაგრამ ვშიშობ იქაც არ ივარგებენ......
თემო
25 სექტემბერი 2020 09:11
0
ფიფიამ თბილისის "დინამო" ვითომ "ფანებით" გასდააქცია "ნაც-ოპოზიციის" ბუდედ... ხულიგნობის ზღვარზე გულშემატკივრობა ფეხბურთს ვერ წაადგება.
tngh
25 სექტემბერი 2020 09:05
5
"დინამო"დღეს რომა ფიფიას საკუთრებას წარმოადგენს, მოგწონს არ მოგწონს ფაქტია, ვერავინ ვერაფერს ვერც ეტყვის, უნდა წააგებს უნდა მოიგებს,
ვათა
25 სექტემბერი 2020 17:40
16
უბრალოდ წარმოდგენაც არ მინდა კენჭისყრას ცოტა რომ არ დავენდეთ და მილანი ტოტენჰემი ვოლფსბურგი რეინჯერში ან სპორტინგი რომ შეგხვედროდა რა ციფრები იქნებოდა....... თქვენ რომ თავმოყვარეობა გქონდეთ ჯერ გულშემატკივარს ბოდიში უნდა მოუხადოთ მერე ახვიდეთ ლეგენდარული დინამოელების დავით ყიფიანის სლავა მეტრეველის მიხეილ მესხის რამამაზ შენგელიას ბორის პაიჭაძის ვიტალი დარასელიას გივი ჩოხელის და სხვების საფლავებთან, იმათ მოუხადოთ ბოდიში და ბოლოს დატოვოთ დინამოს მაისურები ჩაკიდოთ ფიფიას ხელი და წახვიდეთ!!!!
pirlo
25 სექტემბერი 2020 14:20
1
ძველი დინამოს მეპატრონეებმა სასამართლო მოიგეს და ფიფიას მალე უსიამოვნებრბი ელის, მაგრამ ცუდი ისაა ძველი პატრონები დღეს არაფერს წარმოადგენენ და უფრო ფულის გამო აქვთ დავა, ანუ დასკვნა - გამოსავალი არაა და ისევ ასე გაგრძელდება... :(
idiknamo
25 სექტემბერი 2020 13:38
0
დინამო რა დონის ფეხბურთსაც აჩვენებს ყველამ ვნახეთ მაგრამ ნუ აკნინებთ ამ კლაკსვიკს, 5 ლეგიონერი ყავთ და ფეხბურთელებიც პროფესიონალები არიან უბრალოდ დამატებითი განათლებააქვთ და ეგა და ეგ. ისე არც ქართველებს აწყენდათ რაიმე ესწავლათ. ყველაფერი სწორი სელექციის და პროფესიული მიდგომის ბრალია. დინამოს კიდე საიდან მოყავს ეს ლეგიონერები ან ვის ყიდულობს ასე მგონია ფულის გათეთრების მეტს არაფერს აკეთებენ, ასეთი უკლასოები სირბილი არ შეუძლიათ და პოზიციურად სწორად თამაში. კლაკსვიკს სამურგალიც კი უშანსოდ უნდა უგებდეს.
semi
25 სექტემბერი 2020 11:50
5
საზიზღრები არიან ! ფეხბურთელებიან პრეზიდენტიანად!!/ თბილის ქუჩებში რომ გაიარო ერთ ადამიანსაც ვერ ნახავ ვისაც ამ გუნდის სიყვარული ქონდეს! ყველას ახსოვს ყიფიანის დინამო, ეგ დინამო უყვართ! რომელიც უკვე 25 წელზე მეტია აღარ არსებობს! მე პირადად სანამ ეს ფიფია და მაფიოზა ვაჭრუკანა მეპატრონე ეყოლება, ჩემთვის ეგ გუნდი აღარ არაებობს!!!!
Vasili
25 სექტემბერი 2020 10:46
0
სამარცხვინო ,უნამუსო, გარეწარი და ა.შ ეს იმ სიტყვების მცირე ჩამონათვალია რაც ამ გუნდის ეპითეტად უნდა იხმარებოდეს..ეს რომ იქნება ქართული ფეხბურთის ფლაგმანი, გავკარი ასეთ ფეხბურთს
niko
25 სექტემბერი 2020 10:33
0
სანამ ამ გუნდს ფიფია თავს არ დაანებებს რეგრესი და სამარცხვინო ვარდნა არ შეჩერდება
ალეკო
25 სექტემბერი 2020 10:18
0
Რომ გგონია მეტი უარესი რა უნდა მოხდეს და ...
Irakli
25 სექტემბერი 2020 09:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული